მთავარი » 2012»ივლისი»15 » 10 რამ, რის გარეშეც რობერტისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია ♡
9:21 PM
10 რამ, რის გარეშეც რობერტისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია ♡
1) ედვარდ კალენი-ეს გმირი რობერტისათვის შეუცვლელია, აი რას ამბობს იგი: "ედვარდის პერსონაჟი საოცარად საინტერესოა… ბედის ირონიაა 109 წლის კაცის სული ახალგაზრდა ბიჭის სხეულში”
2)რობერტის ცხოვრების განუყრელი ნაწილია მისი ძაღლი. "ჩემს ლეკვთან დიდი ემოციური კავშირი მაქვს, ჩვენ ერთმანეთთან თავს ჰარმონიულად ვგრძნობთ”
3)როგორც ჩანს, მსახიობისათვის კრისტენ სტიუარდიც ძალიან მნიშვნელოვანია: "ო, არც ვიცი რა ვთქვა, კრისტენი შესანიშნავია, როდესაც იგი გავიცანი, მივხვდი, რომ ნიჭიერი მსახიობიცაა, გამაოცა მისმა თამაშმა ფილმში Into the Wild.”
4)როგორც ყველას, რობერტსაც ვერ წარმოუდგენია უწყლოდ ცხოვრება, თუმცა პატინსონი წყალს მხოლოდ სასმელად კი არა, ვარცხნილობის გასაკეთებლადაც იყენებს…
5) რობერტი ვერ იცოცხლებს მისი დისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების გარეშე. "ბავშვობაში ისინი გოგონას კაბებს მაცმევდნენ და კლაუდიას მეძახდნენ”-ამბობს პატინსონი.
6) კარიერა, კიდევ ერთი რამაა, რის გარეშეც რობერტის ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. ” ხანდახან ვიძახი, ო როგორ მომბეზრდა ეს კინო, მაგრამ შემდეგ წარმოვიდგენ, თუ როგორ ვვაჭრობ მაღაზიაში ბოსტნეულით და ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება არც ისე ცუდია”
7) შემდეგია დაცვა, როგორც რობერტი ამბობს ქუჩაში თავს ძალიან დაუცველად გრძნობს დაცვის წევრების გარეშე, რადგანაც, მისი უამრავი ფანატი მას საფრთხეს უქმნის.
8)როგორც ყველა ადამიანისათვის, რობისათვისაც ფული უმთავრესია: "ათი წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამოვიმუშავე ფული, 15 წლის ასაკში კი სამუშაოს გარეშე აღარ შემეძლო. ფული თავდაჯერებულობას მმატებს”
9)რობი ფიქრობს, რომ ის თავისი სტილისტის გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებს: ” ერთხელ საყიდლებზე მარტო წავედი, ვიყიდე ყველაზე მოდური და არაორდინალური სამოსი, რომლებიც მანეკენებს ძალიან უხდებოდათ, თუმცა როცა მე ჩავიცვი ისინი, ნამდვილ იდიოტს დავემსგავსე, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შესაბამისი ტანსაცმელი მხოლოდ სტილისტმა უნდა შეარჩიოს”
10) და ბოლოს, რობერტს კოცნის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება: "კოცნა-ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ადამიანთან ურთიერთობისათვის, მაშინ როდესაც სიტყვები არ გყოფნის”