მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივლისი » 29 » ჩანახატი ♥
1:47 PM
ჩანახატი ♥

თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი. ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.

- ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! - ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!

გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ. მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში. წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა:- შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს? - არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი. - ხომ არ გააწვალებ? - არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა.

ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება: -მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი? სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად... ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა: - მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!! ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა.

ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს...

კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 600 | დაამატა: KittySwift♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

საათი: 4:46 PM 
თქვენი IP: 18.116.37.200
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz