უსინათლო მხატვარს სიყვარული სიძულვილის ფერებში დაუხატავს… სწორედ გამიგეთ-სიძულვილის ფერები. გაფითრებული, მკრთალი, მოლურჯო-მოყვითალო საღებავებში ჩაწობილი ფუნჯის უხეში ბოლოები. ნელ-ნელა ეწრყმება სწორედაც იმ ბოლოებს საღებავები, თეთრ ტილოზე...თეთრ...ტილოზე თამაშდება როლები.
-თეთრი?
-ჰო თეთრი
-თეთრი...
-თეთრია
-დარწმუნებული ხართ?
-ჰო, ყველა ამჩნევს...
-რას? უკაცრავად?
-თეთრია. გარეგნულად თეთრია....უსინათლო მხატვარის თეთრი ტილო... და მისი უსინათლობით დახატული სიყვარული. სიძულვილის დაუნახავ ფერებში. ფერებში რომელიც მას არასდროს დაუნახავს.
-და ალბათ ვერც დაინახავს?
-ვეღარასდროს.
-ხატავს?
-ის აღარ ხატავს. მან დახატა
-მაინც რა ?
-....
-?
-....
-მიპასუხეთ
-...
_რატომ დუმხართ?
-ის აღარ ხატავს
-აღარ?
-აღარ... ტილო გაშავდა
-გაშავდა?
-დიახ...
-სიძულვილის ფერები
-დიახ...
-...
-სწორედაც დახატა სიძულვილის ფერებში შექმნილი სიყვარული. მერცხლის ბუდეს შეფარებული და განუყოფელი მისი დანაოჭებული სულისა... კვლავ ჩამოსტირის სახეზე ცრემლები. ეკუმშება გული და შუბლზე სამი ხაზი უჩნდება. ლოყები ეჩხვლიტება და კვლავ ცდილობს იპოვოს მეორე თეთრი ტილო