|
გამოკითხვა ♥ |
|
|
|
|
|
გამოკითხვა 3 ♥ |
|
|
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » ჩანახატი
|
როგორ წავიდე წინ როდესაც მთელი ცხოვრება უკან მრჩება ..იმ გზაზე ვდგავარ რომელიც არსად მიდის.. იმ ფერებს ვხატავ რომელსაც ვერავინ ხედავს.. იმ სიტყვებს ვწერ რომელიც არავის ესმის.. და იმ სიყვარულს დავატარებ რომელსაც ვერავინ გრძნობს.. მე შევეცადე შემეცვალა სამყარო მაგრამ ის ისეთი ბნელია მე მარტო როგორ მოვერევი.. მე მინდოდა მეპოვნა ადგილი სადაც მარტო მე ვიქნებოდი..ვცდილობდი მქონოდა ისეთი გასაღები რომელიც ადამიანების ჩარაზულ გულს გააღებდა.. მაგრამ მე მხოლოდ იმას ვცდილობდი რაც ჩემს შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა.. ყველაზე რთული სათქმელი ყველაზე ადვილი სიტყვებით გადმოიცემა .. და მეც დავწერ ..დავწერ ცუდად მაგრამ ჩემებურად.. ჩემს გულში ყოველთვის ცივი ფერები და ტკივილი იდებს ბინას.. ეს უკვე აღარ მიკვირს.. მიკვირს ის ამდენ სიცივეს როგორ ვუძლებ.. მცივა და მხოლოდ ოცნება მათბობს.. მთელი ცხოვრება ხომ თამაშია ..პატარ-პატარა თამაშები ცხოვრების გზაზე.. ახლაც,როგორც ყოველთვის თამაში ჩემს საწინააღმდეგოდ დასრულდა.. რაც არ უნდა ვიყვირო შენი სახელი..რაც არ უნდა ცრემლების ზღვა და სევდის კორიანტელი შევქმნა..თამაში არ განახლდება.. მე ისევ წაგებული დავრჩი ..ისევ დაიწერა გულში დიდი ასოებით..თამაში დასრულებულია სამწუხაროდ თქვენ წააგეთ.. მაგრამ მერე რა რომ გულში სულ ცოტა ფერებია და ის ფერებიც სიცივეს ასხივებს.. მერე რა მთელი მსოფლიო თუ მეზიზღება.. მე მაინც მე ვარ..ვიცი სხვა ხასიათი რომ ავარჩიო ჩემი ცხოვრება გაცილებით ბედნიერი იქნება.. (ჰო ახლა ხასიათები ამოვიჩემე) მაგრამ ნაწილობრივ მართალია ესეც.. რომ შევცვალო ჩემს არსებაში თუნდაც ერთი პაწაწინა დეტალი ..ვიქნები ბედნიერი ..მაგრამ არ მინდა ბედნიერება თუ ჩემი თავი დავკარგე..არ მინდა შეცვლა... ჩემი გზიდან ბევრი წასულა ..ჰო ჰო ძალიან ბევრი.. მერე ყველას უნანია ეს (შეძლებისდაგვარად) ..არვიცი რატომ არვიცი რისთვის მაგრამ ასეა.. თუ ადამიანეი ჩემი ცხოვრებიდან ერთხელ წავიდა..ის სამუდამოდ წასულია ..რაც არ უნდა ინანოს რაც არ უნდა იბრძოლოს ჩემი ამაყი ხასიათი აღარ მიიღებს მას.. ხასიათი ერთია და გული გამალებით ცდილობს ბუდიდან ამოხტომას..თუმცა კმარა !! აღარ მინდა გულზე საუბარი ის იმ მდგომარეობაშია რომ ვატყობ მალე შეწყვეტს ფეთქვას.. ჩემი სიცოცხლე აი რაზე უნდა ვილაპრაკო.. ვის აინტერესებს..არავის !! წადით გადით არ წაიკითხოთ მაგრამ მე მაინც დავწერ გრძნობებისგან დავიცლები... ჩემი ცხოვრება სამ ინგრედიენტად იყოფა ..ინგრედიენტი ეს სასაცილო სიტყვა გამოვიდა ისეთი თითქოს საჭმელს ვაკეთებდე..საჭმელს არა და არც მეხერხება მაგრამ საკუთარი თავის მონახაზს ნამდვილად ვაკეთებ.. რაზე გავჩერდი?! ცხოვრების ინგრედიენტებზე ..ის სამია ჩემთვის.. ხატვა,სიგარეტი,ალკოჰოლი... ალბათ ლოთი ..სიგარეტით აყროლებული და საღებავებით დასვრილი იდიოტი გგონივართ.. ნაწილობრივ მართალია მაგრამ მძიმე პერიოდი ვის არ ქონია .. სამივე ინგრედიენტს საკუთარი დანიშნულება აქვს ..ისინი რომ არა ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა..ღმერთო რას ვბოდავ ცხოვრებას არც ახლა არ აქვს აზრი!! მაგრამ ისინი მაძლებინებენ ასე რომ ვთქვათ.. პირველი: ხატვის დროს ვიტვირთები ..ჰო როგორც კომპიუტერი ისე... ჩემს აზრებს ფურცელზე ვდებ ერთი ხელის მკვეთრი მოძრაობით..და ეს მომწონს.. მეორე: სიგარეტი.. არვიცი მაგრამ ეს რატომღაც ძალიან მამშვიდებს და ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე..მაგრამ ფილტვებზე (რომელიც უშენოდ უკვე ....) ძალიან ცუდად... მაგრამ ფილტვები ნაკლებად მადარდებს..გული თუ კვდება ბარემ ფილტვებიც მიყვეს.. (ჰო უაზრო და არანორმალური ვარ ვიცი) .. და მესამე ინგრედიენტი: სასმელი .. იცით?! როდესაც გული კვდება და მარცხნივ სიცარიელეს გრძნობ.. ტვინი არხეინად აგრძელებს მუშაობას თითქოს არაფერი მომხდარა.. ჰოდა ვთიშავ 1 ან 2 საათით მაინც ..და ეს მშველის ..მერე არც გული მტკივა.. არც ნიღბის ტარების თავი მაქ და სისულელეებს ვროშავ.. სისულელეებს მაგრამ სიმართლეს.. ასე რომ ვთქვათ სასმელი მარიდებს ყოველდღიურობას..ალბათ ლოთი გგონივართ..ლოთი ეს სიტყვა არასდროს მომწონდა ..ან რა აქვს მოსაწონი ...ლოთი არა უბრალოდ თქვით რომ რეალობიდან გაქცევას ვცდილობ.. არსებობს მეოთხე სიცოცხლის ინგრედიენტი თუმცა ამას სიცოცხლის ინგრედიენტს ნაკლებად ვუწოდებ .. ეს ისეთივეა როგორიც ხატვა მაგრამ ხატვა უკეთესად გამომდის ვიდრე ეს -წერა! სიცოხლის ინგრედიენტები უმნიშვნელოდ მნიშვნელოვანი ყოველდღიურობაა ჩემთვის.. ყველა ადამიანს აქვს ან ჰყავს სიცოცხლის ინგრედიენტები რომლების ულამაზებენ ან უქმნიან ცხოვრებას.. მე არავინ მყავს და ამ სამ ძირითად ინგრედიენტზე ვარ დამოკიდებული..ხანდახან ოთხი იჩენს თავს ხოლმე ..მაგრამ მხოლოდ ხანდახან..მეოთხე როგორც ავღნიშნე წერაა.. მე ვიცი რომ არ ვწერ კარგად ..მაგრამ წერა მომწონს და იმიტომ ვწერ.. იმიტომ ვაქვეყნებ ...დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეაფასებენ ან ჩემს ნახატს ან ჩემს ჩანახატს..დიდი არა მაგრამ აქვს!! რაღაც უმნიშვნელოდ.. ხატვა და წერა ესენი სულ სხვა რაღაცას წარმოადგენს .. საერთო არაფერი აქვთ.. კი ორივე ხელოვნებაა მაგრამ ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო..ნახატებს რომელსაც ვხატავ ისინი მხოლოდ მე მესმის..დაუჯერებელია არანორმალურია მაგრამ ასეა ..ხალხი მხოლოდ უბრალო ფერებს უყურებს მასში ისევე როგორც ამ ნაწერში უბრალო სიტყვებს .. ალბათ უნარი არ მაქვს რომ გრძნობები სააშკარაოზე გამოვიტანო ..ან იქნებ არ მინდა გამოტანა და შეგნებულად ვაკეთებ ამ ყველაფერს?! მე ვიცი რომ წერა არ გამომდის ..ვიცი რომ უკეთესია ვხატო ..მაგრამ სულერთია .. არსებობს კატეგორია რომელსაც მოწონს ჩემი ნაწერები ჩემი ნახატები და დადებითად მიფასებს მას.. მაგრამ აზრზს ვერასდროს ჩაწვდება ვერც ახლა და ვერც ვერასდროს.. განა იმიტომ რომ ასეთი რთული ვარ ..არა! იმიტომ რომ უბრალოდ არ ესმით.. მე კი სულ ასეთი კატეგორია მხვდება.. ყველაფერს მაინც სიჩუმე მირჩევნია და ჩემთვის ხატვა.. მერე რა რომ მომაკვდავ გულს სიჩუმე უფრო მოუღებს ბოლოს.. მე ისევ მეორე ნაპირზე ვიქნები..და ყოველთვის მეორე.. პირველი სამყარო და ხალხია მეორე კი მე .. ჩემს სულში დიდი ხანია ისეთივე სიჩუმეა როგორც კოსმოსში და ეს აღარ მხიბლავს..ეს უკვე მაშინებს!!
|
კატეგორია: Love .. ♥ |
ნანახია: 620 |
დაამატა: ana
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| | |
|
|
პროფილი ♥ |
|
გამარჯობა: Guest
|
|
|
|
Top Newser |
|
|
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
|
|
სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0
საათი: 5:00 PM
თქვენი IP: 3.145.110.145
თარიღი: 2024-12-27
|
|
|
|