Chris Brown-ის ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი გაყიდვაში ჩაეშვა. ფირფიტის სახელწოდება ”Fortune” გახლავთ. მასში თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სიმღერები "Turn Up the Music", ”Strip" და ”Don't Wake Me Up” იქნება შესული. ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით სარგებლობს R&B-ის მსმენელებში, ამას კი ჩარტებში მოწინავე პოზიციებიც ადასტურებს.
კარიერული სიახლეების გარდა, მომღერლის გარშემო არ წყდება მითქმა მოთქმა მისი და Drake-ს ჩხუბის შესახებ, აღნიშნული ფაქტი სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა კვლავ პრესის ყურადღების ცენტრშია. როგორც ირკვევა Brown-ი თავად ყოფილა ჩხუბის ინიციატორი.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას - კვლავ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რეპერი ისევ Rihanna-ს დაუბრუნდა. მათ ხშირად ხედავევენ ერთად სხვადასხვა წვეულებებზე. ამ ყველაფერს რირის მამის განცხადებაც ემატება, სადაც თქვა, რომ კრისი და რიანა შესანიშნავი წყვილია.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ რამდენად იღბლიანი გამოდგება რეპერის ახალი ალბომი ”Fortune” თავად შემსრულებლისთვის, იქნებ Rihanna-სთან ერთადაც ვიხილოთ და სკანდალებიც დავიწყებას მიეცეს.
wyaro:musicbox.ge დაამოწმა და შეასწორა რენესმემ.
|