მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა...
4:47 PM
გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა...


      გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა...

– გთხოვ, მამა... გემუდარები მიყიდე ბილეთი... გთხოვ... – ხტუნვით და კისრის წევით ეხვეწებოდა მამას კონცერტის ბილეთს.
– არ ვიცი... იქ მარტო როგორ წახვალ? უამრავი ხალხი იქნება... – თავი გააქნია მაღალმა, შუა ხნის კაცმა.
– საკუთარ თავს მივხედავ, უკვე 18 წლის ვარ. თანაც ხომ იცი, ეს ალბათ, მისი ბოლო ტურნე და ჩემი ბოლო შანსია... ამ დღეზე ბავშვობიდან ვვოცნებობ... მამა... – სიტყვები ცრემლებმა გააწყვეტინეს, წაბლისფერი თმა ლოყებზე ჩამოეშალა და ცრემლები თმის ღერებზე დაეკიდა.
– ვიცი, რომ ძალიან გიყვარს... – ამოიოხრა კაცმა. – მაგრამ ის ხომ ჩემზე უფროსია? თანაც თითქმის ოცი წლით... – თვალები გადაატრიალა.
გოგონამ ცრემლებით დასველებული სახე ასწია და მამას წყენით შეხედა.
– ასაკს არ აქვს მნიშვნელობა... – ჩაიბუტბუტა. – მე მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო... – ისევ ცრემლები წასკდა და ტახტში მოწყვეტით ჩაეშვა.
კაცმა ისევ ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა.
– კარგი... – თმაზე ხელი გადაუსვა და ცრემლები შეუმშრალა. – ნუ ტირი! გიყიდი მაგ ბილეთს...
– მართლა? მართლა მამა? – სიხარულით ფეხზე წამოხტა და მამას ჩაეხუტა.
– მართლა, დღესვე გიყიდი. – მამა სიცილით დაპირდა და მუხლებში ჩაისვა.
– გმადლობ, მამა. – ამჯერად სიხარულისგან ატირდა. – ძალიან მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ, პატარა! – უთხრა მამამ და ფეხზე წამოდგა.
– იჩქარე ძალიან გთხოვ, თორემ უცებ იყიდება... არ მინდა ამ კონცერტს გამოვაკლდე... – სთხოვა გოგონამ და თხელი ქურთუკი მიაწოდა.
– კარგი, წავედი. – მამამ ქურთუკი მოიცვა, გოგონას შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა.
გოგონა იმ ოთახში იჯდა, რომელიც მისთვის ყველაზე საყვარელი იყო და სადაც პოპის მეფის ყველა ნივთს ინახავდა. საწოლზე გადაწვა, ბილეთი გულში ჩაიხუტა და ჩურჩულით წარმოთქვა:
– სულ მალე გნახავ, მაიკლ... ჩემი ოცნება მალე ახდება... – თითებით ბილეთს მოეფერა და ისევ ჩაიხუტა. – იქნებ უფრო ახლოსაც მოვახერხო მოსვლა, იქნებ... – მაგრამ სიტყვა გაუწყდა და იქვე ჩართულ ტელევიზორს მიაშტერდა. ლოგინზე წამოჯდა და აკანკალებულს ბილეთი ხელიდან გაუვარდა. იმ კადრებს ხედავდა, რომელშიც მისთვის საყვარელ ადამიანს საკაცით მოასვენებდნენ.
– პოპის მეფე გარდაიცვალა. – ეს სიტყვები საშინელი ექოსავით ჩაესმოდა. ტელევიზორთან გაყინული თვალებით მივიდა, მაგრამ არ ეჩვენებოდა, ეს მაიკლ ჯექსონი იყო. ახლა ის უკანასკნელად ხედავდა მას. ყურებზე ხელები აიფარა და საშინელი ხმით იკივლა.
– არა! არა! არა! – და მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
გულგახეთქილი მამამისი ქალიშვილის კივილზე ოთახში შემოვარდა და როცა ის გულწასული დაინახა ყვირილით მივარდა:
– პატარა! პატარა, რა დაგემართა? – ხელში ასწია და საწოლზე დააწვინა, მხოლოდ ახლა მოჰკრა თვალი საშინელ კადრებს და მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე.
– ხმა გამეცი! თვალები გაახილე! – უყვიროდა და სახეში წყალს ასხამდა, მაგრამ გოგონა არ იღვიძებდა. მამა ტელეფონს ეცა და 911 – ზე დარეკა.
რამდენიმე წუთში გოგონაც ისეთივე საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში, როგორითაც პოპის მეფე.
– ნუ ღელავთ, მალე გაუვლის. ახლა უბრალოდ შოკშია. – მამა ექიმმა დაამშვიდა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანიდან გოგონა გადმოიყვანეს, რომელიც ჯერ კიდევ უგონოდ იყო.
როცა გოგონამ თვალები გაახილა, უკვე პალატაში იწვა და მამა თავზე ადგა.
– როგორ ხარ საყვარელო? – ჰკითხა მამამ და თმაზე ხელი გადაუსვა.
მაგრამ გოგონამ ხმა არ ამოიღო, გაყინული თვალებით შეხედა და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა:
– მაიკლი... – და თვალებიდან ცრემლების ნიაღვარი წამოუვიდა.
მამამ გულში ჩაიკრა და ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ გოგონა ისევ ტიროდა, ყურებზე ხელებს იფარებდა და ცდილობდა ის საშინელი ექო ჩაეხშო, რომელიც სულს უთუთქავდა და საშინელ ტკივილს აყენებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ხელები გულზე იტაცა, რომელიც ისე ეწვოდა, თითქოს ვინმეს დანა ჩაერტყას, მაგრამ ტკივილს ვერ ანელებდა. ბოლოს კივილით ხმას შეეწინააღმდეგა:
– არა! არა! მაიკლი ცოცხალია! მაიკლი ცოცხალია! – იმეორებდა და ყურებზე ხელებს იფარებდა. მის კივილზე პალატაში ექიმები შემოცვივდნენ და დამამშვიდებელი გაუკეთეს.
– ასე როდემდე იქნება? – ჰკითხა მამამ ექიმებს და სახე ხელებში ჩარგო, რომ ცრემლები დაემალა.
– არ ვიცით... ძალიან განიცდის... – თავი გააქნია ერთ–ერთმა. – ეს მასზეა დამოკიდებული.
– დედამისის სიკვდილის შემდეგ მეშინია, რომ ამას ვეღარ გადაიტანს... – მამა დამამშვიდებლებით გაბრუებულ, მძინარე ქალიშვილს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
– იმედი არ დაკარგოთ. – ექიმმა მხარზე მოუთათუნა ხელი და ოთახი დატოვა, მას სხვებიც მიყვნენ, პალატაში მხოლოდ მამა დარჩა.
მაგრამ ამ დღის შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გოგონა კივილით იღვიძებდა და დამამშვიდებლების მოქმედებით იძინებდა. არაფერს სვამდა და ჭამდა, მხოლოდ წვეთოვანი მილით საზრდოობდა. ერთი კვირის შემდეგ კი ყველაფერი გაუარესდა. გოგონა აღარ კიოდა, ყველას ემორჩილებოდა, საკვებს და სასმელსაც იღებდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა, მის თვალებში სრული სიცალიერე იდგა. თითებით მხოლოდ მაიკლის ფოტო ჰქონდა ჩაბღუჯული, რომელიც მამამ მოუტანა, იქნებ ამან უშველოსო, როცა ვინმეს დაინახავდა ფოტოს გულში იხუტებდა, ეშინოდა, რომ წაართმევდნენ. სხვა დროს კი, როცა მარტო რჩებოდა გაღიმებული სახით ფოტოს ეალერსებოდა და თითებით პოპის მეფეს სახეზე ეფერებოდა. ერთხელ, როცა მამამისმა ფოტო დაუმალა, რადგან ხედავდა, რომ არაფერი გამოუვიდა, გოგონამ ოთახში ყველაფერი დალეწა, კივილით საავადმყოფო გადადგა, სანამ მამამ სანატრელი ფოტო არ დაუბრუნა.
საბოლოოდ ექიმებმა გოგონას დიაგნოზი დაუსვეს: მწვავე ფსიქიკური აშლილობა და მამას ურჩიეს, რომ გოგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინა. თავიდან უარზე იდგა, მაგრამ როცა გაიგო, რომ პოპის მეფის სიკვდილის გამო რამდენიმე ადამიანმა თავი მოიკლა, შეეშინდა, რომ გოგონაც ამას იზამდა და არჩია ყურადღების ქვეშ და იზოლირებული ყოფილიყო.
ამ დღის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული ადამიანები ხშირად ხედავდნენ გოგონას, რომელიც კლინიკის ბაღში დასეირნობდა, ხელში ისევ ის ფოტო ეჭირა, ხან გაყინული, არაფრისმთქმელი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა, ხან კი მაიკლ ჯექსონის "You Are Not Alone" - ს ღიღინებდა და მის სურათს ეფერებოდა. ახლა მხოლოდ მოგონებები იყო დარჩენილი იმ ადამიანისგან, რომელსაც ბავშვობიდან ეტრფოდა და სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ასევე მოგონებები იყო დარჩენილი მისგან... ამ ერთი წლის განმავლობაში სულ მთლად ჩამოდნა, მისი ლამაზი, მხიარული სახე სადღაც გაქრა, მისი თაფლისფერი, მწვანეში გარდამავალი თვალები გაუფერულდა, საოცრად გახდა და მისი მნახველი ნებისმიერი ადამიანი გულგრილი ვერ ტოვებდა კლინიკას. ყველა ხვდებოდა, რომ გოგონა სიყვარულმა შეშალა, იმ ადამიანის სიყვარულმა, რომელიც ნანახიც კი არ ჰყავდა და იმ ტკივილმა, რომელიც მისმა დაკარგვამ გამოიწვია...
25 ივნისს, პიპის მეფის სიკვდილიდან ერთი წლის თავზე, კლინიკის ექიმებმა 25–ე პალატაში გოგონას გაყინული ცხედარი იპოვეს. ის საწოლზე იწვა და გულში პოპის მეფის სურათი ჰქონდა ჩაკრული, რომელიც ისე ძლიერად ჩაებღუჯა, რომ დიდი წვალების მიუხედავად, თითები ვერავინ გააშლევინა. ოთახში კი ფურცელზე დაწერილი ორად–ორი სიტყვა იპოვეს: „ სამუდამოდ მეყვარები... " გოგონა ამ სურათთან ერთად დაკრძალეს, საფლავზე კი იგივე წარწერა გაკეთდა, რაც მან სიკვდილის წინ ფურცელზე დაწერა: „ სამუდამოდ მეყვარები... "

კატეგორია: Book / მოთხრობები ♥ | ნანახია: 674 | დაამატა: MeGi_BeLieBeR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
6 - ana-ana ( 2012-06-27 )

asei fanebi jer kidev arseboben? sob

პასუხი:
7 - Mariaa♥)) ( 2012-06-27 )

ki taan ici ramdenii??

პასუხი:
5 - MeGi_BeLieBeR♥ ( 2012-06-26 )

ar vici namdvilia tu ara mara me kargad viitire ;(

პასუხი:
4 - -ტრიქსი ( 2012-06-26 )

საწყალი : (((

პასუხი:
3 - LovaTik♥ ( 2012-06-26 )

auu dzaan shemecoda magram ver vxvdebi aset mdomareobamde rogor unda migiyvanos ubralod kumirma?

პასუხი:
2 - Mariaa♥)) ( 2012-06-26 )

vaimee asei fanebicc arsebobeenn?? sad mecc ametira amas ro vkitxulobdii ..((

პასუხი:
1 - KittySwift♥ ( 2012-06-26 )

აღარშემიძლია, ყველაფერზე როგორუნდა ამეტიროს მე : XX ძაან მაგარი იყო <3 cry cry საწყალი : ((( მარა ეს სიმართლეა? ისე ერთი ქართველიც იყო მასე კონცერტის ბილეთი რო იყიდა ძლივს ზუსტად მაშინ მოკვდა ჯექსონი ;ხხ

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 0:47 AM 
თქვენი IP: 216.73.216.144
თარიღი: 2025-07-03 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz