ტელფორდში მცხოვრები 15 წლის სტეისი კამერფორდი იშვიათი დაავადებით, კლეინ ლევინის სინდრომით იტანჯება, რომელიც ნევროლოგიური დარღვევაა. მას თვეობით სძინავს. ამ იშვიათი დაავადებით მსოფლიოში 1000 ადამიანი იტანჯება.
გოგონამ აპრილში დაიძინა და ივნისში რამდენიმე დღის წინ გაიღვიძა; როდესაც სტეისი ფხიზლდება, არაფერი ახსოვს და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს წინა ღამით დაიძინა და მეორე დღეს გაიღვიძა.
"2 თვე დავკარგე. 9 გამოცდა და საკუთარი დაბადების დღე გამოვტოვე", - ამბობს სტეისი.
ხანგრძლივი ძილის დროს სტეისი მხოლოდ რამდენიმე წუთით მაშინ იღვიძებს, როდესაც სწყურია, ან შია. პრობლემის გამო გოგონა წონაში სისტემატურად იკლებს.
მომზადებულია thesun.co.uk - ის მიხედვით.
|