თუკი დიდი ხანია ჯენიფერ ლოპესი განკითხვის საგანი არ ყოფილა, სულ მალე საზოგადოების ნაწილს ამის საშუალება მიეცემა და არ არის გამორიცხული მომღერალს არატრადიციული ორიენტაციაც დასწამონ. თუ ვერ მიხვდით რაზეა საუბარი, ახლავე გეტყვით.
42 წლის ვარსკვლავი ამერიკული ტელეარხის ABC Family-ის ერთ-ერთი ახალი პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერად დაინიშნა. სერიალი ლესბოსელი წყვილების შესახებ იქნება, თუმცა რა იქნება მისი სახელწოდება ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
თუმცა ცნობილია, რომ თავად ლოპესი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯენიფერმა სამსახიობო კარიერა 1997 წელსდ დაიწყო და რამდენიმე წარმატებულ ფილმშიც ითამაშა. მათ შორის უკანასკნელი ”What to Expect When You're Expecting” გახლავთ, რომელიც კინოეკრანებზე მაისში გამოვიდა.