მთავარი » 2012»ივნისი»17 » კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის გულწრფელი ემოციები
11:17 PM
კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის გულწრფელი ემოციები
2012 წლის 16 ნოემბერს შედგება ლეგენდარული "ბინდის" საგის ბოლო ნაწილის კინოეკრანიზაციის პრემიერა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი ელოდება "განთიადის" მეორე ნაწილის ხილვას, ბევრში მაინც ეს ფაქტორი სევდასაც იწვევს, რადგან ამ წლის შემოდგომაზე ვიხილავთ ფინალს და მორჩა... სწორედ ამასთან დაკავშირებით "ბინდის" მთავარმა მსახიობებმა მისცეს ინტერვიუ "Entertainment Weekly"_ს, სადაც 26 წლის მსახიობმა რობერტ პატინსონმა განაცხადა:" ფილმის დასასრული საკმაოდ ტკბილია. მას აქვს ძალიან ლამაზი დასასრული. ყველამ, ვინც კი ფილმის საბოლოო ვარინტს ვუყურეთ, ტირილი დავიწყეთ." როგორც ჩანს ყველას უჭირს ფილმთან "გამომშვიდობება" და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუნდაც კრისტენისა და რობერტისთვის ეს პერიოდი მათი კარიერის უდიდესი მიღწევა იყო.