ლაიკა(რუს. Лайка) — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსშიდედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა დაგადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.