მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივლისი » 2 » Life Goes On
10:43 PM
Life Goes On



Life Goes On
მესამე თავი
იმედია მოგეწონებათ))))))


უკან შევბრუნდი ,არც გამკვირვებია ჩემ წინ იანი იდგა და გამარჯვებულის იერით მიყურებდა .
-იცი რა ? ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ შენი საქციელებით ,თუმცა დაგაწყნარებ და გეტყვი რომ უკვე შენი ატანა აღარ მაქვს(ზიზღნარევი ტონით ვუთხარი ეს სიტყვები და წასვლა დავაპირე)
-ვერც კი ხვდები რომ შენთვის კარგი მინდა (ამ სიტყვების გაგონებაზე გავჩერდი)
-კარგი?და მაინც რა არის ჩემთვის კარგი?(არ შევბრუნებულვარ მისკენ ისე დავუსვი კითხვა,თუმცა შემდეგ თვითონ წამოვიდა და წინ დამიდგა)

-შენი აზრით,ასეთ დროს გოგო ვისკის ბოთლით ხელში ნორმალურია?(ბოთლი ხელში დამიტრიალა)

 
-საჭირო არ არის ,მამა სახლშიც მყავს(ცინიკურად გავუღიმე )
სწორედ ამ დროს ტელეფონმა რეკვა დაიწყო,დავხედე ვინ იქნებოდა თუ არა მაიკი,არ მინდოდა აღება,თუმცა ვიცოდი თავს არ დამანებებდა ამიტომ ვუპასუხე
-რა მოხდა?

-რა მოხდა?ნინა რა მოხდა?(საშინლად გაბრაზებული ღრიალებდა)-სად ხარ ამ დრომდე?შენი საქციელების ატანა უკვე შეუძლებელია
-სახლში ვილაპარაკოთ(მშვიდად ვუპასუხე)

-სახლი აღარ იქნება,დღესვე წახვალ აქედან
-რაა?იცოდე თუ ეს მართლა გადაწყვიტე ვეღარასოდეს მნახავ(მის პასუხს ველოდებოდი რომ უცებ იანმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა)
-გამარჯობა))მე იანი ვარ ნინას კლასელი ,ჩემთან ერთადაა ,სკოლისთვის რაღაც პროექტზე ვმუშაობთ და ცოტა შევყოვნდით,ძალიან გთხოვთ ამის გამო არ გაუბრაზდეთ,ჩემი ბრალია რაღაცეები ავურიე და ..(აღარ დაუმთავრებია ,ეტყობა მამაჩემი პასუხობდა ,სამწუხაროდ მისი ნათქვამი არ მესმოდა)

-კარგით ნახვამდის(იანმა დაკიდა და ტელეფონი ხელში მომცა,მე კი გაოგნებული ვუყურებდი)
-ეს რატომ გააკეთე?
-დაგეხმარე ვერ ხვდები? ამ ერთხელ გადაგარჩინე(გამიღიმა ,ამ მომენტში მის ღიმილს ჩემთვის ნერვები არ მოუშლია)
-და ეხლა რა ? მადლობა უნდა გადაგიხადო?
-შენგან არც ველი ,თუმცა მადლობელი დაგრჩები თუ მეტყვი სიმართლეს,შენი ასეთი საქციელებით მე ვერ მომატყუებ ,შენ ასეთი არ ხარ,რატომ ცდილობ რომ ესეთი გამოჩნდე?ვერ ხვდები რომ ნიკთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს?(იმდენად გამაკვირვა მისმა ბოლო სიტყვებმა რომ წინები ასე ვთქვათ''გავატარე '' და პირდაპირ ნიკზე ვკითხე)
-შენ ბიძაშვილზე ასე რატომ ამბობ?(სახე დაუსერიოზულდა და გაუმკაცრდა )
-არ მინდა წარსულის გახსენება,კარგი ნამდვილად არაფერი მომხდარა(დარდიანმა მიწას დაუწყო ყურება)
-მძიმე წარსულით მე ვერ გამაკვირვებ სამწუხაროდ(ეს სიტყვები თვალზე ცრემლმომდგარმა ვთქვი ,თუმცა არ მინდოდა ასეთი დავენახე და ზევით ავიხედე)
-და მაინც რა მოხდა ასეთი ?

- არ მინდა წარსულის გახსენება,კარგი ნამდვილად არაფერი მომხდარა(მისი სიტყვები გავიმეორე და თვალებში ჩავხედე,მხოლოდ ახლა მივხვდი ,მისი თვალები რაღაც განუზომლად დიდ ტკივლის ატარებდნენ )



-მომიყევი ,გულზე მოგეშვება(თბილად მომაპყრო ზღვასავით ლურჯი და უძირო თვალები)
-მხოლოდ იმ პირობით,თუ მერე შენ მომიყვები(გამომცდელი მზერით შევხედე)
-შევთანხმდით(ხელი გამომიწოდა და მეც ჩავჭიდე)-ოღონდ სადმე წავიდეთ თორემ ქუჩაში ხომ არ ვილაპააკებთ,მე ვიცი ერთი მყუდრო ადგილი,
-კარგი წავიდეთ(უყოყმანოდ დავთანხმდი და არც მინანია,ვერ მივხვდი რა მოიმოქმედა ამ რამდენიმე წუთში ,თუმცა ჩემი მისდამი დამოკიდებულება საგრძნობლდად შეიცვალა,მისი თითოეული ქცევა ადრე თუ ჩემს გაღიზიანებას იწვევდა ,ახლა ძალიან მსიამოვნებდა)
ასე მივუყვებოთ ტროტუარს,ხელიხელ ჩაკიდებულები ,არცერთს სიტყვა არ გვითქვამს ,ალბათ ასე სჯობდა ,რამდენიმე წუთით დაფიქრება არცერთს არ გვაწყენდა..რამდენიმე წუთში ერთ რესტორანთან შევჩერდით..

-აი მოვედიით,წამო შევიდეთ
-წამო
საკმაოდ დახვეწილი რესტორანი იყო,რაც მთავარია რადიკალურად განსხვავდებოდა კლუბური სიტუაციისგან ,წყნარი მუსიკა და მხოლოდ აქა-იქ მსხდომი ხალხი შესანიშნავ აურას ქმნიდნენ,რომანტიულ განწყობაზე დაგაყენებდნენ.ჩემთვის ეს ყველაფერი უჩვეულო იყო,მუდამ ხმაურსა და უამრავ ხალხს შეჩვეულს არც მეგონა ესეთი ადგილები ბევრად უფრო მიმზიდველი თუ იქნებოდა..ყველაფერს ვათვალიერებდი და ეს გარემო ყველანაირ დადებითს აღვიძებდნენ ჩემში..
-შესანიშნავი ადგილია(აღტაცებულმა იანს გავხედე)
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა,წამო დავსხდეთ
ჩვენს მაგიდას მივუჯექით და ოფიციანტიც წამსვე ჩვენთან გაჩნდა,ღამის სამ საათზე დიდად არცერთს არ გვშიოდა,მხოლოდ ნაყინი და წვენი შევუკვეთეთ,
-აქ ხშირად დადიხარ?
-როდესაც მარტო ყოფნა მინდა კი,ესიგი ხშირად,თუმცა დიდი ხანი არ ვიყავი ქალაქში გადაღებების გამო და რაც ჩამოვედი პირველად ვარ შენთან ერთად: )))
- კლასში როდესაც შემოხვედი არც ვიცოდი თუ მსახიობი იყავი თან ასეთი წარმატებული
-არ ინტერესდები სიახლეებით ეტყობა(მითხრა და ოფიციანტის ახლახან მოტანილი წვენი მოსვა)
-უკვე აღარ(მეც წვენი მოვსვი)
-მომიყევი რა მოხდა ,(ხელზე ხელი დამადო)



-მიჭირს ამის გახსენება(ჩემი ხელი მისას მოვაშორე)
-მითხარი იქნებ გულზე მოგეშვას,ძნელია ტკივილის გულით ტარება,სჯობს ვინმეს გაუზიარო
-რახან არ იშლი(ვუთხარი და დავიწყე ჩემი ისტორიის მოყოლა,დედის გარდაცვალებიდან დღემდე,ის კი ინტერესით მისმენდა...)-აიი ესაა ჩემი ცხოვრება ,
-და ამის გამო არ ღირს ყველაფერზე გულის აცრუება დამიჯერე ,ცხოვრება გრძელდება ,ჯერ ყველაფერი წინ გაქვს , არ უდნა დანებდე არც ახლა და არც არასოდეს  )))))
-სათქმელად ადვილია,მაგრამ მე დედაჩემის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ბენდიერი ვიყო
-ცადე მაინც ,დედაშენს უყვარდი ისეთი როგორიც იყავი და არ მოეწონებოდა ასეთი ნინა ,მართალია შენს გვერდით არ არის ,მაგრამ მას ისევ ისე უყვარხარ როგორც აქამდე უყვარდი და მას ისევ აქვს შენი იმედი,არ გაუცრუო(რა სხვანაირი ყოფილა იანი,ვუსმენდი და არ მჯეროდა ის რომ ოდესმე ამ ადამიანს ვერ ვიტანდი,)
-მადლობ რჩევისთვის ,არ ხარ ისეთი როგორიც მეგონე(გულწრფელად გავუღიმე)
-დამპირდი რომ ეცდები კაი?
-(გულზე ხელი დავიდე )-გპირდები რომ ხვალიდან სულ სხვა ნინად ვიქცევი(ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა)-ახლა შენ მომიყევი რა მოხდა შენ ცხოვრებაში ,ნიკი რატომ არ არის კარგი ადამიანი?
(სახე დაუსერიოზულდა )-კარგი მოგიყვები..სამი წლის წინ მე და ნიკი ძმებივით ვიყავით,თითქმის სულ ერთად დავდიოდით,ის სულ სხვანაირი იყო,არ ცხოვრობდა ისე როგორც ეხლა , მერე ყველაფერი შეიცვალა ,უცნაურ ხალხში გაერია,თითქმის აღარ ვკონტაქტობდით,ამ დროს შეყვარებული მყავდა ელისი ერქვა,ნიკს ძალიან მოწონდა სულ მეუბნებოდა კარგი არჩევანი გააკეთეო,მაგრამ დროთა განმავლობაში ელისს ძალიან დაუახლოვდა მასთან დიდ დროს ატარებდა ,იმაზე მეტს ვიდრე მე ,ვერ იტანდა როცა მათ გვერდით ვიყავი ,მერე კი ... მოკლედ ბოლოს ორივემ წამლის გაკეთება დაიწყო,ყველნაირად ვეცადე მათ დახმარებას ,მაგრამ არაფერი გამომივიდა,ყველაფერი კი იმით დასრულდა რომ ნიკი და ელისი ერტად იყვნენ მერე კი ელისი წამლის დიდი რაოდებით მიღების გამო დაიღუპა,ნიკი მკურნალობდა კარგა ხანს ,ტუმცა ხო ხედავ დღემდე როგორ ცხოვრობს,ამიტომ სჯობს სანამ დრო გაქვს შეეშვა,არ მინდა შენც იგივე დაგემართოს რაც ელისს..
-ძალიან ვწუხვარ ,არ მეგონა .. იიცი ძაან დავიბენი ჯობია წავიდეთ,ყველაფერი უნდა გავაანალიზო(საოცრად არეული ვიყავი ახლა ფიქრის მეტი არაფერი მჭირდებოდა)
-მესმის შენი,წამო სახლში მიგიყვან 
რესტორნიდან გამოვედიტ და ტაქსში ჩავსხედით არცერთი ხმას არ ვიღებდით,ნელ-ნელა ყველაფერს ვიაზრებდი
-უკვე მოვედი,მადლობა რომ მომაცილე(მანქანიდან გადმოვედი და იანიც გამომყვა)
-მამაშენს ხო უნდა ჩავაბარო შენი თავი(საპასუხოდ გავიღიმე)
კარი მაიკმა გააღო
-მა მოვედი
-გამაჯობა (იანმა ხელი ჩამოართვა)-აი მოგიყვანეთ თქვენი ქალიშვილი დაკიდევ ერთხელ ბოდიში რომ ასე გვიანობამდე მოგვიწია
-ეგ არაფერი,შემობრძანდით,რამე დავლიოთ
-არა მადლობთ,ხვალისთვის ადრე უნდა ავდგეთ,კაი აბა ნინა მე წავედი,ხვალამდე
-ხვალამდე(ხელი დავუქნიე ისკი ტაქსში ჩაჯდა და წავიდა)

კატეგორია: Book / მოთხრობები ♥ | ნანახია: 615 | დაამატა: anny)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - -ტრიქსი ( 2012-07-03 )

magariia <3

პასუხი:
3 - LovaTik♥ ( 2012-07-03 )

magaria da an sakmaod didic yochag male dade

პასუხი:
2 - KittySwift♥ ( 2012-07-02 )

ვაიმე იანი რა თბილია და რა საყვარელი :$$ <3 უმაგრესია, მართლა მომეწონა ძალიან გააგრძელე მალე <3 ხვალე დადე უეჭველი. :*

პასუხი:
1 - MeGi_BeLieBeR♥ ( 2012-07-02 )

au umagresia male dade ra

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

საათი: 5:31 PM 
თქვენი IP: 3.129.253.21
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz