__________________________ஜ۩۞۩ஜ________________________ Life Goes On
__________________________ஜ۩۞۩ஜ________________________
მეოთხე თავი იმედია მოგეწონებათ))))
სახლში შესვლისთანავე,პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი,საშინლად დაღლილი ვიყავი,ეს მაიკმაც შემატყო ,ამიტომ აღარ შემაწუხა ზედმეტი კითხვებით თუმცა ვიცოდი დილით მას მაინც ვერ გადავურჩებოდი..სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე,საღამურები ჩავიცვი , და ლოგინში დავწექი.. დღევანდელ დღეზე დავიწყე ფიქრი,რამდენი რამ მოხდა,იანის გაცნობა ,მასთან წამდაუწუმ ჩხუბი,თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ნიკის საშინელი წარსული იყო,საშინლად არ მინდოდა დამეჯერებინა ,რომ ნიკს ასეთი წარსული ქონდა,მაგრამ ჩემ თავს ნელ-ნელა ვარწმუნებდი, რომ თუ მასთან ურთიერთობას არ გავწყვეტდი მომავალშიც მეც იგივე მელოდა..''ხვალვე დავასრულებ მასთან ყველაფერს''-ჩემი თავი დავარწმუნე გვერდი ვიცვალე და ღრმა ძილს მივეცი... დილით ჩემდა გასაკვირად მაიკზე ადრე გავიღვიძე,თავი მოვიწესრიგე,არ ვუღალატე ჩემ სტილს ,ჯინსი,კედები და მაიკა ჩავიცვი,ჩანთა ჩავალაგე და კიბეებზე დავეშვი.გადავწყვიტე დღეს მაიკისთვის საუზმე მე მომემზადებინა,ამიტომ საქმიანობას შევუდექი,ჯერ კიდევ მახსოვდა რაღაც რაღაცეები, ამიტომ სულაც არ გამჭირვებია მისი საყვარელი კერძის გაკეთება,ნახევარ საათში ზემოდან ყვირილის ხმა მომესმა -ნიინა,ადექი ,უკვე დროა -(საშინელი სიცილი ამიტყდა მის ასეთ საქციელზე)-ეიიიიიიი,საუზმე მზადაა,თუ არ იჩქარებ დაგაგვიანდება(ავძახე და მაგიდას მივუჯექი) -(კიბეებზე მაიკის მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა,შემოვიდა თუ არა თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა)-დღეს რა ,რამე ხდება?(გაკვირვებულმა ,კალენდარს დახედა) -ისეთი აარაფერი,უბრალოდ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები -(აშკარად ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე ,ისევ ისე მიყურებდა) -ხო მამა,გადავწყვიტე სკოლას დავუბრუნდე ,და ისევ ისე ვიცხოვრო როგორც ეს ადრე იყო,როცა ყველა ერთად ვიყავით,ვანებებ ამ საშინელ ცხოვრებას თავს ,დღეიდან ისევ ისე იამაყებ ჩემით როგორც ადრე , -ვეც კი წარმოოიდგენ როგორ გამახარე შვილო,დიდი ხანია ესეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ,მოდი ჩაგეხუტო(და ხელები გაშალა) -მა ძაან მიყვარხარ(ვუთხარი და მისკენ გავემართე) -მეც,ჩემო პატარა ასე ვიყავით რამოდენიმე წუთი ,სანამ ორივე არ მივხვდით რომ საუზმე გაცივდა,ამიტომ ირივენი მაგიდას მივუსხედით,უცებ კი მაიკმა წამოიწყო -და ეს იანი,შენი მეგობარია? -(მის ნატქვამზე გამეცინა)-ხოო ჩემი კლასელი,და ძალაინ კარგი ადამიანია -აჰაა,ესიგი ძალიან კარგი ადამიანია -მამა,ჩემი მეგობარიია ,კაი ეხლა წავედი თორემ დამაგვიანდება(ჩანთა ავიღე ,მაიკს ვაკოცე და სკოლისკენ წავედი) ნახევარ საათში უკვე შენობაში ვიყავი ,ჩემი კლასისკენ გავემართე,შევედი თუ არა თვალებით იანის ძებნა დავიწყე,ისიც კლასსში იყო და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა,მეც არ მინდოდა მისთვის ხელი შემეშალა ,ამიტომ ჩემი ადგილისკენ გავემართე,დავჯექი და რამოდენიმე წუთი ხმას არ ვიღებდი,მერე როგორც ჩანს იანმა შემამჩნია და ჩემსკენ წამოვდა -როდის მოხვედი?რატომ არ მითხარი(მომაყარა უცბად) -რავი რამდენიმე წუთის წინ,ლაპარაკობდი , არ მინდოდა ხელი შემეშალა და...(აღარ დამასრულებინა) -რა სისულელეა,ხელს არასოდეს არ შემიშლი -(მის ამ ნათქვამზე გამეცინა) -გუშინდელის მერე როგორ ხარ? -კარგად,მაიკს ვუთხარი რომ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები და ძალიან გაუხარდა,მაგრამ ის კი არ ვიცი ნიკს რა ვუთხრა,არ მინდა გული ვატკინო -გინდა წამოგყვე ?ერთად დაველაპარაკოთ -არა არა,მადლობ მაგრამ ეს მარტომ უნდა გავაკეთო -კარგი,მაგრამ თუ დაგჭირდი ,ხომ იცი ჩემი დახმარების იმედი გქონდეს -ვიცი..და მადლობა რამდენიმე წუთში ზარიც დაირეკა ,ამიტომ ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა,მასწავლებლი კლასში შემოვიდა და ჩვეულმა სიმშვიდემ დაისადგურა ,ახალი მასალის ახსნდა დაიწყო,გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი კლასის საქმიანობაში,შედეგად ჩემით ყველა სასიამოვნოდ იყო გაკვირვებული,იანს კი ჩემი ასეთი ცვლილება ძალიან ახარებდა,მართალია გვერდით მეჯდა მაგრამ მისთვის სიტყვის თქმაც კი ვერ მოვახერხე ,ისე გამიტაცა ბილოგიის გაკვეთილმა,მალევე ზარიც დაირეკა ,გაკვეთილების ცხრილს დავხედე ახლა გეოგრაფია მქონდა რომელიც მესამე სართულზე მიტარდებოდა ამიტომ ზევით მომიწევდა ასვლა.ჩანთა ავიღე და კლასიდან გასვლა დავაპირე რომ მასწავლებელმა შემაჩერა
-მის დობრევ
-დიახ(მეც უცბად მისკენ შევტრიალდი)
-დღეს საკმაოდ კარგად იმუშავეთ,თქვენგან არ მოველოდი ასეთ აქტიურობას,საკმაოდ საზრიანი გოგონა ხართ,ამიტომ გირჩევთ სულ ასე გამოიჩინოთ თავი
-მადლობთ და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო(გავუღიმე და კარიდან მის შემდეგ გავედი)
გაკვეთილებმა მალევე ჩაირა,ისე ვიყავი სასკოლო საქმეებში ჩართული რომ ვერც მივხვდი როგორ მიილია დღე,მასწავლებლები აშკარად კარგად განეწყვნენ ჩემს მიმართ,ყველასგან შექება დავიმსახურე,რამდენიმე პროექტშიც გადავწყვიტე მონაწილებოს მიღება ,ამიტომ წინ ბევრი სამუშაო მელოდა,ასე ფიქრებში ვიყავი რომ უცბად ჩემსკენ მომავალი იანი დავინახე მთელი დღე ვერ მოვახერხე მისი ნახვა ,ამიტომ ახლა მისი ნახვა ძალიან გამიხარდა
-აბა როგორ მიგდის საქმეები ?(ინტერსით მკითხა)
-ძალიან კარგად,იცი ეს სკოლა აღარ მეჩვენება ისე საშინლად როგორც ადრე და ამას შენ უნდა გიმადლოდე
-მიხარია ,რომ თავს კარგად გრძნობ,დღეს რა გეგმები გაქვს ? საღამოს გავისეირნოთ
-აუ იცი საკმაოდ ბევრი სამეცადინო დამიგროვდა თანაც დღეს ვაპირებ ნიკს დაველაპარაკო
-კარგი სხვა დროს იყოს,ვაპირებდი ჩემი მეგობრები გამეცნო,წამო სახლში გაგიყვან
-კაი წავიდეთ
იანის მანქანაში ჩავსხედით,რომ უცბად ტელეფონზე ნიკის ნომერი აციმციმდა
-ნიკი მირეკავს(ვთქვი და იანს გავხედე)
-უპასუხე
-ნიკ გისმენ
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო? გუშინ როგორ გამეპარე ვერც გავიგე ,აბა დღეს რას ვგეგმავთ მალე გამოხვალ ხო??(იმხელაზე ხმაზე ყვიროდა,იანსაც ყველაფერი ესმოდა)
-ნიკ,ერთი წუთი მომისმინე,დღეს შენთან სალაპარაკო მაქვს ,მაგრამ კლუბში მოსვლას არ ვაპირებ ,თანაც ვერც მოვახერხებ ამის მერე გარეთ გამოსვლას ,სასწავლი მაქვს ბევრი
-(ამაზე საშინელი სიცილი აუტყდა)სასწავლი?კარგი რა ნინა რა დროს ხუმრობაა
-ნიკ არ ვხუმრობ,ნახევარ საათში ჩემს სახლთან რომ ბარია იქ გელოდები საქმე მაქვს(ვუთხარი და დავკიდე ყურმილი)
-ყველაფერი გაიგე არა?(იანს გავხედე)
-იმხელა ხმაზე ლაპრაკობდა,მაგრამ ნინა მარტო მაინც არ უნდა წახვიდე
-კარგი რა იან,ნიკს პირველად ხომ არ ვხვდები
-ხო მაგრამ ასეთი რამის თქმას პირველად აპირებ
-ნუ ღელავ,ყველაფერს მოვაგვარებ
-თუ რამეა იცოდე აუცილებლად მითხარი
-აუცილებლად(ღილიმით გავხედე და მანქანიდან გადმოვედი უკვე სახლთან ვიყავით)-მადლობ იან და ნახვამდის
-კარგად,საღამოს მითხარი რა მოხდება
-კაი )))
სახლში შევედი მაიკის წერლი დამხვდა სასწაფოდ მოუწია სამსახურში წასვლა,ამიტომ მაგიდაზე ფული დამიტოვა სადილის მოსამზადებლად ,მეც ჩანთა დავდე და პირდაპირ ნიკთან შესახვედრად გავემართე.რამდენიმე წუთში უკვე ბართან ვიყავი ნიკსაც მოვკარი თვალი ამიტომ მისკენ გავემართე
-ნიკ მოვედი(მის წინ დავჯექი ის კი საკოცნელად წამოწია მე სახე გავწიე)
-ნინა რა ხდება? უცნაურად იქცევი
-ხო და მინდა დაგელაპარაკო
-კარგი , გისმენ
-გთხოვ არ გამაწყვეტინო,მესმის არც ჩემთვისაა ადვილი ამის თქმა მაგრამ ნიკ სხვა გზა არ მაქვს უნდა დავშორდეთ(ამ სიტყვების თქმის დროს განზე გავიხედე ,ვერ გავბედე მისთვის ყველაფერი პირში მეთქვა)
-რაა? საერთოდ იცი რას მეუბნები? რამოხდა მიზეზი ? ასე უბრალოდ ვერ დამშორდები(ხმას აუწია)
-ნიკ გთხოვ მისმინე,მე არასოდეს არ მქონია ასეთი ცხოვრება და არც არასოდეს მიზიდავდა,შენ ფიქრობ რასაც ვაკეთებდი მომწონდა? უბრალოდ მე სხვა გზა არ მქონდა ,მაგრამ გამოჩნდა ადამიანი ვინც ყველაფერზე თვალი ამიხილა,მე მამა მყავს და მის მიმართ მოვალეობები მაკისრია,ასე უბრალოდ გულს ვერ ვატკენ ,ისედაც ბევრი იტანჯა...გთხოვ გამიგე , მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვო ,ეს ყველაფერი კი ჩემთვის უცხოა(ვცდილობდი რაც შემეძლო მშვიდად ამეხსნა მისთვის ყველაფერი)
-იცი ნინა გინდ დაიჯერე გინდ არა პირველი გოგო ხარ,ვინც მართლა მიყვარდა და რახან ეს ჩვენი ბოლო საუბარია ყველაფერს გეტყვი,არც მე მომწონს ასეთი ცხოვრება ,არც მე მიცხოვრია ასე,უბრალოდ მე ბევრად ცუდ სიტუაციაში ჩავვარდი ვიდრე შენ,ჩემს გამო გოგო დაიღუპა და ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ,ამის მერე კი ყველანაირი უკან დასახევი გზა მომეჭრა , არ ვაპირებ შენ დაკავებას არც იმის თქმას რომ არ მიმატოვო,მართალია შენთან დაშორება ჩემთვის უმძიმესი დარტყმა იქნება ,მაგრამ არ შემიძლია იმ ჭაობში ჩაგითრიო საიდან გაღწევასაც მე თვითონ ვცდილობ ,მაგრამ გამოსავალი არ არსებობს,ეხლა ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა,მაგრამ ვიცი გავა დრო და როდესაც გახარებულს და ბედნიერს დაგინახავ ,მაშინ მივხვდები რომ ამ წუთას სწორად მოვიქეცი, (თვალზე ცრემლი მოადგა)წასვლის ნებას გაძლევ მაგრამ მხოლოდ იმ პირობით რომ ბედნიერი იქნები,ნინა დამპირდი რომ იპოვნი ადამიანს ვინც მართლა იქნება შენი ღირსი და არა ჩემნაირ გამოუსადეგარ არსებას,
-ნიკ გთხოვ გეყო ,აღარ შემიძლია და გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ,მე შემიძლია დაგეხმარო მითხარი რა გავაკეთო შენთვის და იცოდე აარაფერზე დავიხევ უკან,
-არა ნინა გთხოვ არაფერი არ გინდა ,მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე მართლა გიყვარდი? შენთვის რამეს ვნიშნავდი ოდესმე?
-(ამ კითხვაზე ძალიან დავიბენი,მაგრამ არ შემეძლო მისთვის კიდევ უფრო მეტად მეტკინა გული)მიყვარდი,მართლა მიყვარდი,შენ მაშინ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ვინმეს მხარში დგომა და მინდა იცოდე შენ ჩემთვის არასოდეს იქნები სულერთი ყოველთვის გეჭირება ჩემს გულში დიდი ადგილი და ყოველტვის გაგიხსენებ როგორც ყველაზე ტკბილ მოგონებას ,გინდ დაიჯერე გინდ არა მაშინ მხოლოდ ის მახარებდა რომ საღამოს შენ გნახავდი და ამ იმედით ვხოვრობდი მთელი ეს დრო(თვალებიდან ცრემლებიი წამსკდა ,ვიცოდი რომ ჩემი იქ ყოფნით ორივეს ძალიან გვტკიოდა გული )
-ნიკ ახლა უნდა წავიდე,მაგრამ იცოდე ყვოელთვის გქონდეს ჩემი იმედი,თან შენ მარტო არ ხარ იანი გყავს ,ვიცი ყველაფერში დაგეხმარება
-იანი(ჩუმად ჩაილაპარაკა)მასაც რამდენი რამ დავუშავე(სიწრით გაიღიმა)ის კი ახლაც ჩემ გვერდითაა,არ იმსახურებდა(თვალები ძირს დახარა)
-მერე რაღას უცდი გამოასწორე შეცდომები და უკან არ დაიხიო მე სწორედ ამას ვაპირებ ,დაიმახსოვრე ცხოვრება გრძელდება ნიკ..
ეს ვთქვი და იქაურობას გავეცალე ,თავს საშინლად ვგძნობდი თითქოს შინაგანად დავცარიელდი,სწორედ ეხლა მივხვდი რომ ნიკი იმაზე იყო ვიდრე მე მეგონა თუმცა მოდუნების უფლება არ მქონდა ეს ყვეალფერი საჭირო იყო ორივე ჩვენგანისთვის ,თავს მხოლოდ ამით ვიმშვიდებდი,საათს დავხედე უკვე გვიანი იყო არ მინდოდა მაიკი სახლში ჩემზე ადრე მისულიყო ამიტომ პროდუქტები ვიყიდე და სახლისკენ გავემართე...
|