ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია, დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად; ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს, ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.
ზოგჯერ უშენოს, უილაჯოს, ბრმადქმნილს, ჯიქურად მაჩერებს ზღურბლთან გალობა და სუნი საკმევლის... ამბობენ, ღმერთმა ყველა კარი როცა მიხურა, უღრუბლო ცისკენ შეღებული დარჩა სარკმელი...
რობერტ მესხი
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში ,ღვიძილში.......
გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ - გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ. ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს - უცრემლოდ გიშვებ
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე, ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს (რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ) ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს, და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს, ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!
გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე , სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში
მხოლოდ შენ გელი
ელი...
შენ გამოჩენას ყოველ წუთს ველი, ამ წამსაც გელი... თვალებს დავხუჭავ
სიზმარშიც გელი შენ როდის მოხვალ მე ამ წუთს ველი... შენს გვერდზე განვლილ
ყოველ წუთს ვეტრფი... შენს მკერდზე ნაწოლ ჩემ სახეს ვათბობ ამ მოგონებით
ოცნებას ვაწყობ... ფიქრები მოდიან მე ხომ შენ გნატრობ,
გელი
ისევ იქ გელი სულ ორი დგეა რაც შენ ხმას ველი... ასე მგონია მთელი
ცხოვრება აქ ვდგავარ გელი... მე შენ მიყვარხარ ამიტომ ისევ მანდ ვდგავარ და
მხოლოდ შენ გელი... შენ რომ იცოდე მე როგორ გელი... ისევ მანდ ვდგავარ და
მხოლოდ, მხოლოდ შენ გელი...
ლექსი, მონატრება რომ უნდა რქმეოდა
ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.
ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია...
შემოგვივლია ანანური, გრემი, ვარძია,
ავდევნებივარ მაჯისსიმსხო ნაწნავს მთვრალივით,
მაგ მარჯნებიდან, ჰოი, ცეცხლი გამიტაცია!
(მტკივა ხელები - შენი მკერდის ცხელი ყალიბი.)
შენი ხალიბი წინაპრებით ვარ მოხიბლული
და რითმებს ვჭედავ შენი გრძნობის ძველი გრდემლიდან;
მე მაგ გრძნობებით ვაშლის ხეზე ვიყავ მიბმული,
მე, გაჩენამდე, სამოთხიდან ღმერთი მდევნიდა.
იქნებ შენიდან სულ სხვაგვარი ჩანდა პოეტი,
თუ ასრულებდა ტრაგედიის ნაცნობ პარტიებს,
იქნებ შენამდე მართლა მრუდე გზებით მოვედი
და ეს სიმრუდე - გზის სიმრუდე - ვერ მაპატიე?!
ვეღარ დამტიე, მაინც, გულის ვერცერთ კუთხეში,
ვერც დაუთმობდი რადგან მთელ გულს "უცნობ სახელებს",
გამოიმეტე (ზრდილობისთვის!) ცოტა ნუგეში
და ერთი კოცნა... ო, ეგ კოცნა ახლაც მახელებს!
დღესაც ამ ხელებს ენატრება მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცხრალ თვალებს - მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა..
>>ნუკრი ბერეთელი<<
რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები, გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე, ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები, ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე. განწყობა შევცვალე ისევე განწყობით და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე, სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში, აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე.
თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე... დამხატე ისეთი, როგორიც ახლა ვარ, მშვიდი და ამავ დროს საშინლად მღელვარე, დამხატეე ბავშვიც და ბავშვიც, რომ აღარ ვარ, დამხატე გიჟიც და ნახევრად მთვლემარე. . .
დამხატე შიშველი დარდების ამარა, დამხატე ოცნებანარევი ღიმილით, ისე, რომ ცისკარზე შემოვკრა კამარა, ისე, რომ გავგმირდე გოეთეს გმირივით. დამხატე პორტრეტად სალვადორ დალისი, რემბრანტის ფუნჯებზე სასკიათ მაცეკვე, დამხატე, შემმატე ნაღველიც, ხალისიც, დამხატე, შენ ოღონდ მოდი და ნამცეცებს ამ ჩემი სულისას, ქცეულებს ლანდებათ, გაგიყოფ, თუ ჩემგან რაღაცა დარჩება. . . დამხატე.
,,სიყვარულის ნიშნები,,
როცა დრო მიჰქრის ქარივით სწრაფად როცა ღამე გრძნობებს აღვიზებს როცა ზეწარი იქცევა აფრად და ვარსკვლავები ფიქრებს აღვივებს როცა შენს ირგვლივ ზამთარი არის მაგრამ შენს სულში გაზაფხულია მოტრფიალე ხარ მთვარიან ღამის შური და ბოღმა დაზაფრულია როცა ზღვის საზღვარს უშიშრად კვეთავ როცა ოცნების კოშკებს იშენებ მასზე კოცნაზე ოცნებებს ბედავ და ხელის გულებს ვარდით იმშვენებ როცა სამყარო პატარა ხდება ცაში აიჭრე გინდა მტრედივით როცა შენს სულში ეშმაკი კვდება ტბაში დაცურავ თეთრი გედივით როცა გინდა გაცდე სამყაროს და სიყვარული შენ შეითავსო სადმე მთვარეზე ჩამოჯდე მასთან უთხრა: მიყვარხარ ჩემო ძვირფასო
რომიკო ჯოჯუა
ჩანახატები...>>
>>კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...<<
კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა... პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი... არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა... ისევ
იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ,
მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად... მომაბეზრა თავი ტკივილმა... საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?... ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა... მერე... მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავლის დღესასწაული!.. სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს... ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის... ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ... ახლა მარტო ვარ... დარდი მივსებს ცარიელ დღეებს... ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს... კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული... აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული... და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...
რა უცნაური ღამეა
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა, ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით. რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები? მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები ! ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად... ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი... ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ მჭირდები
ჩუმი ნატვრა...
_რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა.
__ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ.
__მაინც რაზე?__დაინტერესდა...
__ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო...
ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად.
__მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა.
__ჩუმი-თქო, ჩუმი... შენთვის უნდა გინდოდეს, მალულად, უკვე გამხელილი__ოცნება კი არა ჩვეულებრივი სურვილია, ასრულებადი...
__ანუ აუსრულებელზე უნდა იოცნებო?__გაუკვირდა ბიჭს.
__გააჩნია ოცნებას. აუსრულებელი, ასრულებადი__ბევრნაირია ძალიან, მაგალითად, ”პირადი სერიოზული”, როცა ბავშვს ნაჩხუბარი დედ-მამის შერიგება უნდა; ”არაპირადი სერიოზულია”, რომელიც ეხება მაგალითად, სამშობლოს.
”პირადი არასერიოზულია”, ფერადია ოცნება, რომელიც ეხება რაღაც მატერიალურს.
__ჰოო... არასდროს მიფიქრია ამდენნაირი ოცნება თუ არსებობდა.___ჩაფიქრდა და ცოტა ხანში სთხოვა:__მითხარი ერთი ”არასერიოზული” ოცნება შენი, იქნებ არც ისეთი აუსრულებელია...
__არა, არა!..__იუარა გოგომ.
ვერასდროს აასრულებ__დააყოლა ჩუმად.
__რატომ?
__არფ გეყტყვი და იმიტომ...
__კარგი... და ოცნებაზე ასე სერიოზულად როდოს დაფიქრდი?
რამდენნაირიაო, სხვადასხვა სირთულის, სიმძიმისო...
__როდის?__მაშინ, როცა პირველად ჩავხედე თვალებში წვიმას...
__წვიმას? თვალებში? ეე, რა უცნაური ხარ...
შესახედავადაც...
რაღაცნაირი მწვანე თვალები, სასაცილო წარბები__ხან მჭმუნვარედ შეკრული, დასაქუხებლად მომზადებული ღრუბლებივით, ხანაც__გახსნილი, პირმცინარი მზესავით ანათებს მაშინ ეგ ალუჩისფერი თვალები, და პაწაწინა, ძლივსშესამჩნევი ხალები ლოყაზე, სულ სამი, საამი...
თხელი, ოდნავკეხიანი ცხვირი, სიფრიფანა ნესტოებით და მხრები... ლამაზი, გაშლილი, ამაყი. მაგრამ მაინც უმწეო, ფაქიზი...
__და შენი ოცნება რა არია?__შეაწყვეტინა გოგომ.
__მოიცა, დამამთავრებინე, ახლა აღვწერ ჩემს ოცნებას!..__და გააგრძელა__ გრძელი, თხელი თითები და გრილი ხელისგულები...__შეჩერდა და გადაწყვეტილებასავით დასძინა, თან თვალები გაუსწორა__მეოცნებე გოგონავ, მე სულ შენთან ვიქნები...
ნამდვილი სიყვარული!
ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...
აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!!
მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”
არვიცი...რატომ...მაგრამ... რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი ბიჭი ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა. არა?!_იცი რას ვიზამ? შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...?
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში….
დავსდევთ
ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და
უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ
რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო
არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით
არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო…
იქნებ არის კიდეც ღმერთის
ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან
საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას
ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ…
მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი
დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა
არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა… მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი
სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ
არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში…
...სიყვარულის პულსს კი
ვეღარ შეანელებ…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და
ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა
ტკივილი დაივიწყო, ხან კი... მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით,
სიძულვილით აგავსებს…პირველ რიგში საკუთარი თავისადმი…და ერთი წამითაც აღარ
შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად…
მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა…
ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუა… თუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება… "თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი, უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...?
ისტორიები...
>>გინდა? ვიცეკვოთ წვიმაში ერთად?<<
გახსოვს?
პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მაშინ წვიმდა...... კოკისპირულად
წვიმდა. მე მოვდიოდი ჩაბნელებულ ქუჩაში მარტო და წვიმის წვეთები სახეზე
მეცემოდა. მოვდიოდი წვიმაში და ჩემს გულშიც წვიმდა....... ო, როგორ
ვოცნებობდი მაშინ რომ გამოედარა, მზე ამოსულიყო ჩემს ცხოვრებაში და გაეთბო
და გაენათებინა ჩემი გული..... ო, როგორ მჭირდებოდი მაშინ...... მოვდიოდი წვიმაში და ჩემ გულშიც წვიმდა......
სწორედ მაშინ შეგხვდი. ქუჩაზე მოაგელვებდი მანქანას. მე ვერ შეგამჩნიე....
ვერც შენ.... ასე უეცრად აღმოვჩნდით ერთმანეთის წინ.... შენ შეგეშინდა და
სწრაფად დაატორმუზე.... მანქანიდან გადმოხვედი და მომვარდი..... მხრებში
ჩამჭიდე ხელი და მაგრად შემარხიე.... კაპიუშონი მომეხადა თავიდან და თმები
წინ გადმომეყარა.... შენ შეცბი... ცოტა ხანს გაშტერებული მიყურებდი....
მერე თმაზე შემეხე, გადამიწიე სახიდან და ნაზად მაკოცე.... ბაგე
დამისველე.... მე არ ვინძრეოდი.... გამიღიმე და მითხარი: "გიპოვე". შენმა
გულმა მიპოვა..... ჩემმა გულმა კი შენი გული იპოვა.... დიდხანს ვიდექით ასე
გაუნძრევლად და ერთმანეთს უსიტყვოდ შევციცინებდით. არაფერს ვამბობდით,
მაგრამ ჩვენი თვალები ამბობდნენ ყველაფერს..... ჩვენი თუჩები გადასცემდნენ
ერთმანეთს ჩვენ სათქმელს... არასდროს მიგრძვნია ასეთი ბედნიერება.... ჩემ გულს უხაროდი, შენ უხაროდი!!! შენ ისევ მიღიმოდი.... -გინდა? -რა? -ვიცეკვოთ წვიმაში ერთად? -მინდა... მე დაგთანხმდი....
და ჩვენ ვცეკვავდით წვიმაში ერთად..... თავდავიწყებით.... საიდანღაც
მუსიკის ხმა გაისმა.... სადღაც როიალი უკრავდა.... სიყვარულის რომანსს
უკრავდა.... ჩემს გულში კი სიყვარული უკრავდა და ზეიმობდა....
შენ ერთი ხელი მაგრად ჩამჭიდე, მეორე ხელი წელზე შემომხვიე და შენსკენ
ახლოს მიმიზიდე.... გულზე მიმიკარი.... და ასე ცეკვით შემოვიარეთ ჩვენ
მთელი ქუჩა.... ისე ახლოს ვიყავი შენთან შენს სუნთქვასაც ვგრძნობდი, შენი
გულისცემა მესმოდა... მესმოდა როგორ რიტმულად ცემდა შენი გული, მუსიკას
ყვებოდა, თითქოს ისიც ცეკვავდა..... ჩვენ ვცეკვავდით წვიმაში
ერთად..... სიყვარულის წვიმა გვაწვიმდა თავზე... ვცეკვავდით და ვერც კი
შევნიშნეთ წვიმამ როგორ გადაიღო და მთვარე გამოჩნდა.... მთვარე!!
ბადრი მთოვარე.... ბევრი პოეტისა თუ კომპოზიტორის შთაგონების წყარო...
მთვარე რომელიც გალაქტიონს ასე უყვარდა და ილიას ასე სძულდა..... მე
მიყვარდა მთვარე.... იმ დღიდან შემიყვარდა.... შენ ცაში იყურებოდი და
უყურებდი მთვარეს. ვერც კი ხვდებოდი მთვარის შუქი როგორ გეცემოდა სახეზე და
გითანებდა და კიდევ უფრო კდემამოსილს ხდიდა მას!! მე წამით შემშურდა
მისი..... შენ ხელი მაგრად ჩამჭიდე და გაიქეცი..... მეც გამოგეკიდე....
მივრბოდი ორივე.... წყლის გუბეებში თამამად ვხტებოდით და წინ მივიწევდით...
შენ ზღვის ნაპირთან მიმიყვანე, გინდოდა მთვარესთან უფრო ახლოს
მივსულიყავით და ხელით შევხებოდით, მაგრამ რაც უფო ახლოს მივდიოდით ის სულ
უფრო გვშორდებოდა......... შენ ისევ ხელი მომკიდე და გამიღიმე... შენმა
ღიმილმა მომაჯადოვა..... შენმა თვალებმა დამიმონა.... შენმა სხეულმა მისი
გამხადა..... მთვარე კი გვიყურებდა... შენ მითხარი მთვარე არ
გაგვყიდის და საიდუმლოს შეგვინახავსო.... და ნიკაპზე ნაზად მაკოცე.... მე
მოგენდე.... მთელი ჩემი სხეულით და მთელი ჩემი სულით..... თავი შიშველ
მკერდზე მოგადე და მოგეხვიე.... ჩამეძინა........ შენმა სურნელმა
და სითბომ თავბრუ დამახვია და ჩამეძინა.... მერე მახსოვს რომ შემცივდა...
სხეულზე სისველე ვიგრ ძენი..... თავიც შენ მკერდზე აღარ მედო....
შეშინებულს გამომეღვიძა.... შენ იქ აღარ იყავ!! ზემოთ ავიხედე, მაგრამ
აღარც მთვარე ჩანდა.... მთვარეს შერცხვა შენი საქციელის გამო და დამალულა
სადღაც.... ავკანკალდი.... ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.... ფიქრებში წასული
სიცივემ და სისიველემ გამომარკვია.... და მივხვდი რომ წვიმდა.... ისე
წვიმდა როგორც მაშინ, სანამ შენ გაგიცნობდი.... მე გავიხსენე განვლილი
საღამო და მივხვდი რომ ჩემს გულშიც ისევ გაწვიმდა..
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მარადიულ სიცოცხლეს ვისურვებდი …
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! -ეს სიტყვები რომ გითხარი გაგიხარდა.. ბავშვივით გაგიჯდი...გულში დამცინე და გაოცებულმა მკითხე: ”მართლა გიყვარვარო?!!” შენ ვერც კი მიხვდი ეს გრძნობა რამდენად დიდი და გულწრფელი იყო ..ვერ მიხვდი როგორ უყვარდი გოგონას,რომელიც შენი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდა..
ის დიდი და უმანკო სიყვარული რაღაც უბრალო,უმნიშვნელო,ბავშვური ”სამაგიეროს გადახდის” სულელურ მიზანში გაცვალე..გაცვალე ისე რომ ერთხელ არ დაფიქრებულხარ... =(( მიუხედავად იმისა რომ სამი წლის მანძილზე გულისტკენის გარდა,შენგან არაფერი მიგრძვნია,მაინც იმ უმანკო და წრფელი გრძნობით დავდივარ,რაც მაშინ ვიგრძენი როცა გაგიცანიი... გრძნობით,რომელიც გულს საშინლად მიმძიმებს... გულს არ ვუტყდები რომ აგარ დაბრუნდები... შენ ხომ ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს ისე როგორც მე შეგიყვარე..... სულის ტკივილამდე.... ვიცი ოდესღაც რაღაცას წარმოვადგენდი შენთვის...შეცდომა ყველას მოსდის..და ყველა თავის შეცდომაზე სწავლობს..მეც ჩემს შეცდომაზე ვისწავლე და იმ დღიდან მოყოლებული რაც დაგშორდი,ყოველდღე ამ გაკვეთილს ვიმეორებ...იმ ბავშვს ვგავარ,გამოცდაზე გასვლის წინ დაზეპირებულ ფრაზებს უაზროდ რომ იმეორებს... ერთხელ...ორჯერ...... სამჯერ.... და ისევ თავიდან....სამწუხაროდ ჩემთვის გამოცდის დრო არ მოვიდა... ვიცი არც არასდროს მოვა...... ვიცი..... აღსარებაზე მისულს მოძღვარი რომ თვალთახედვიდან დაეკარგება..... ელოდება.... გათენდება.... დაღამდება... ისევ გათენდება.. ისევ დაღამდება....და ასე დაუსრულებლად.. ის კი დგას და მორჩილად ელოდება...უფლის რწმენით,სწორედ ამ ღრმა რწმენით დგას საკურთხეველთან.... იცი?! ის ცოდვილი მე ვარ... შენ კი უნდა მაპატიო..... ღმერთს არ შეგადარებ არასოდეს.....ღმერთი შეგვადარებს ჩვენ... დაე, განგებამ გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი...... იმ გრძნობის (რომელსაც ამ პატარა გულით ვატარებ) პაწაწკინტელა ნაწილით მაინც რომ გიყვარდე...უბრალოდ მაპატიებდი........... დღე არ გადის შენზე არ ვიფიქრო... დღე არ გადის უფალს შენი დაბრუნება არ შევევედრო......
ყოველი ღამე ”მეორე დღის” იმედით იწყება...იმედით: ” რომ დაბრუნდები”” ””თურმე მყვარებიხარ” =((
მონატრება
არა, ვეღარ დაბრუნდება... უკააან....... არა ვეღარ დაბრუნდება! ნელი
ნაბიჯებით გზას მივუყვებოდი ჩუმად, თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა, ვიღაც
უნდა მენახა. გვერდზე შემთხვევით გავიხედე და უცებ სკამზე მჯდარი მომტირალი
ქერა გოგონა დავინახე, რატომღაც მასთან მისვლა და მისი მწუხარების მიზეზის
გაგება მომინდა, მივედი კიდეც. ჩუმად მივუჯექი გვერდით, გოგომ თითქოს არც
კი შეიმჩნია ჩემი იქ მისვლა და ტირილი განაგრძო. ფრთხილად შევეკითხე: - რა გჭირს? რატომ ტირი? მან მიპასუხა: - ეს მონატრების ცრემლებია. - ვინ გენატრება? - ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. - კარგი რა, ნუ დარდობ, დაბრუნდება! - არა! ვეღარ დაბრუნდება, იქ ვინც მიდის უკან ვეღარ ბრუნდება... - ტირილს უმატა - კი მაგრამ სად არის წასული და მარტო რატო დაგტოვა? შენ თუ გიყვარს, ოდნავადაც არ სცემს შენს სიყვარულს ის პატივს? -
ის ჩემს სიყვარულს ყოველთვის პატივს სცემდა, მაგრამ რა ჰქნას თვითონ ხომ
არ უნდოდა რომ მომკვდარიყო?! - თვალებიდან ისეთი ცრემლები წამოუვიდა თითქოს
მდუღარე გადაასხესო. უცებ გავჩუმდი, კითხვა ვეღარ დავუსვი და ტანში ერთიანად სიცივემ გადამიარა. გოგონამ თვითონ განაგრძო: -
მე და ნიკამ ერთმანეთი შობას ეკლესიაში გავიცანით. ის ძალიან საყვარელი
ბიჭი იყო. სიგიჟემდე შემიყვარდა. თბილი, მოსიყვარულე, ზრდილობიანი და
წესიერი ბიჭი ყველა გოგოს უცებ მოხიბლავს. მეც უცებ მოვიხიბლე მისით. დრო
მიდიოდა... მე და ნიკუშა ერთმანეთს ვხვდებოდით. სიყვარულს არც ერთი
ვმალავდით. ადამიანს რომ შემოეხედა უცებ მიხვდებოდა, რომ ერთმანეთი
სიგიჟემდე გვიყვარდა. ერთმანეთს თვალებით ვუხსნიდით სიყვარულს. თვალებით
ვაგებინებდით რა გვინდოდა. ერთხელ ნიკამ ისე გამახარა, რომ მთელი ღამე
თვალი არ მომიხუჭავს. სიყვარულის დღე იყო მე და ნიკა რუსთაველზე
ვსეირნობდით. უცებ ის გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა. - ნინი, მითხარი გიყვარვარ? - საწყალი თვალებით მკითხა. - რა თქმა უნდა სიცოცხლეზე მეტად! - ვუთხარი მე. - კარგი, ნინი თუ გიყვარვარ ამ თხოვნაზე უარს ნუ მეტყვი. - გისმენ ნიკა, - ვუთხარი მე. -
ნინი ცოლად გამომყვები? მითხარი გთხოვ, პასუხი რა გინდ მწარე იყოს. უკვე
არ მინდა უშენოდ არც ერთი წამი. მინდა ყოველ წუთს ჩემ გვერდით გხედავდე,
მინდა ჩემი გერქვას! მე გავჩუმდი, თავი შევიკავე პასუხისგან, არაფერი არ
ვუთხარი და სახლისკენ გავიქეცი. აქვე რუსთაველზე ვცხოვრობ. ნიკაც რა თქმა
უნდა გამომყვა, როდესაც ჩემი კორპუსის შესასვლელს მივუახლოვდი, უკან
მივტრიალდი და ნიკას ვუთხარი: ძალიან მიყვარხარ მაგრამ ამ წინადადებაზე ასე
უცბად არაფრით არ შემიძლია პასუხი გაგცე. - კარგი ნინი, მაშინ ხვალ
დაგირეკავ, 12 საათამდე გაქვს დრო. კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე,
მაგრამ მინდა რომ იცოდე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე დაიყვირა,
ისე რომ მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა. მე მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე. ამ დროს დამიძახა: -
ნინი გთხოვ რა ერთი მაკოცე, რა იცი იქნებ ხვალამდე ვკვდები, მინდა შენი
კოცნა სამუდამოდ წავიღო. მე მივტრიალდი და გაბრაზებულმა ვუთხარი: - სულელი ბიჭი ხარ, წადი ეხლა სახლისკენ, არ გამაბრაზო, - და გამოვტრიალდი, წამოვედი... წამოვედი,
მაგრამ ამ სიტყვებმა რატომღაცგ ულში რაღაც ჩამწყვიტა. სახლში ავედი და
ჩემს ოთახში ჩავიკეტე. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. ერთი სული
მქონდა როდის გახდებოდა 12 საათი. სულ იმაზე ვფიქრობდი მე და ნიკა ერთად რა
კარგად ვიქნებოდით, გვექნებოდა ქორწილი და სულ სიხარული იქნებოდა ჩვენს
ოჯახში. სულ კარგზე ვფიქრობდი, მაგრამ ნიკას სიტყვები "იქნებ ხვალ ცოცხალი
აღარ ვიყო"-ო სულ გულში მიტრიალებდა. ამ ფიქრებში გადიოდა ღამე და მე სულ
არ მეძინებოდა. ღამის 4 საათი იყო, რომ ტელეფონმა დარეკა. ავიღე და ნიკა
შემრჩა, მაგრამ თავი ისე დავიჭირე ვითიმ გავბრაზდი ასე გვიან რატომ
დამირეკა. - რატომ გამაღვიძე? შენ ხომ 12 საათამდე არ უნდა დაგერეკა?! - ვიცი ნინ, მაგრამ ცუდად ვარ. უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა ვითომ ვეღარასოდეს გნახავდი, თითქოს რაღაცის მანიშნებელია იცი?! - კარგი რა ნიკა მეც მაშინებ, გინდა მეც ცუდად ვიყო? -
არა ჩემო პატარავ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის ძალაინ ძვირფასი
ადამიანი ხარ და სადაც არ უნდა ვიყო მაინც მეყვარები, გინდ მოვკვდე -
მაინც. - ასე ნუ მელაპარაკები ნიკა იცოდე, გულს მტკენ... ჩვენ ვერაფერი
დაგვაშორებს. სიკბდილიც კი. ეხლა კი წავედი, უნდა დავიძინო. ღამე
მშვიდობისა ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ, - და გავუთიშე, არაფრის თქმა
არ ვაცადე... არც ამ ლაპარაკის მერე მომიხუჭავს თვალი, პირიქით - მისი
სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა, თავს ვიმშვიდებდი ეს დიდი სიყვარულის
ბრალიათქო. უცებ ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, რომ უკვე თენდებოდა.
ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, თითქოს
დღეს წყდებოდა ჩემი ბედი. ლოგინიდან წამოვდექი და თითქოს რაღაცამ
შემაქანა. უცებ თვალი ღვთისმშობლის ხატისკენ გამექცა, მომეჩვენა რომ წმინდა
მარიამი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ვეცოდებოდი და ფიქრობდა: "შენ
რა იცი დღეს რა უნდა გადაიტანოო". ეს დღე ჩემთვის სიხარულით სავსე უნდა
ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც გული მიტიროდა. დრო როგორც იქნა გავიდა და 12
საათიც მოვიდა. 12-ს რომ 15 დააკლდა და ტელეფონის ზარმა დარეკა, მე
კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე ნიკას ეხლა ყველაფერს ვეტყვი, ვეტყვი იმას, რომ
თანახმა ვარ მისი ცოლი გავხდე. ტელეფონი ავიღე: - გისმენთ! - ნინი შენ ხარ შვილო? - ნამტირალევი ხმა მომესმა. - კი, მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით? - მე ნიკას დედა ვარ. თუ შეიძლება ჩვენთან ახლოს რომ საავადმყოფოა იქ ამოხვიდე, რაც შეიძლება სწრაფად! - და გამითიშა. ყურმილი
დავკიდე და ვიგრძენი, რომ ცრემლები თვალებზე თავისით გადმოგირდა. უკვე
ვიგრძენი, რომ წინ რაღაც საშინელება მელოდა. სწრაფად ჩავიცვი და
საავადმყოფოში გავვარდი. საავადმყოფოს კიბეებთან ნიკას ძმაკაცები შევნიშნე.
მივედი მათთან და ვკითხე: "რა მოხდა?..." და უცებ უამრავ ცრემლიან თვალებს
წავაწყდი. - დღეს ნიკა ავარიაში მოყვა, წამომყევი, - მითხრა ექიმმა და მეც უსიტყვოდ გავყევი. პალატაში
სისხლიანი ჩემი სიცოცხლე დავინახე. ლამის იქვე წავიქეცი, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ ახლა ამის დრო არ იყო... საწოლთან გიჟივით მივვარდი და
ნიკას თვალებში ჩავხედე. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ როდესაც ხელი
მოვკიდე, მაშინ გაახილა. შემომხედა და გაიცინა: - ჩემო ანგელოზო,
მოხვედი? შენ გელოდებოდი. ისე ვერ წავიდოდი, რომ შენ ვერ მენახე და არ
მეთქვა, რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. აქ ვერ შევძელი შენთან ოჯახის
შექმნა, მაგრამ პირობას გაძლევ 100 წლის მერე შენც რომ მოხვალ ჩემთან, იქ
მაინც გვექნება ქორწილი და გვეყოლება ლამაზი შვილები, - ცრემლიანი თვალებით
შემომხედა, კიდევ ერთხელ გამიცინა და სამუდამოდ დახუჭა ლურჯი თვალები. უცებ
ატყდა წივილ-კივილი. ერთი კი გავიგე დედამისმა როგორ უთხრა - შვილო არ
დამტოვო არ გამაუბედუროო. იმას მეტი კი არაფერი არ მახსოვს. შეშლილივით
გამოვვარდი იქიდან, სად მივრბოდი არ მესმოდა. მეორე დღეს სახლში
გამომეღვიძა. ქუჩაში გული წამივიდა და სახლში ვიღაცას მივუყვანივარ. არ
მესმოდა რა ხდებოდა ჩემს თავს, თითქოს სიზმარი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ
ისევ ტელეფონის ზარმა დამაბრუნა რეალობაში. დარეკეს - ხვალ ნიკას
ასაფლავებენ და მოდიო. ვერაფერს ვგრძნობდი, თავისით მოდიოდა ცრემლები
თვალებიდან. მეორე დღეს თავს ძალა დავატანე და წავედი სასაფლაოზე. ხალხი
ძალიან ბევრი იყო, ყველა ტიროდა დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც. ყველამ
გამოსათხოვარი უთხრა. ბოლოს დრო დადგა მეც მივხულიყავი მასთან. მე
მასთან მივედი. ნიკა ისეთი იქვა სასახლეში თითქოს ძინავსო, ოღონდ მე მისი
გაღვიძება არ შემეძლო, ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი: - ნიკუშ,
სიხარულო, მე თანახმა ვარ შენი ცოლი გავხდე, დღეიდან მარტო შენ გეკუთვნი...
- თითიდან მისი საყვარელი ბეჭედი გამოვაცალე და ჩემი გავუკეთე, ხოლო მე
მისი გავიკეთე - შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე! - ვუთხარი და შუბლზე ნაზად
ვაკოცე... წამოვდექი და რატომღაც აქ აღმოვჩნდი. აი რატომ ვტირი! ეხლა
გასაგებია ყველაფერი?! თუ კიდე ვერ გაიგე რა უბედური ადამიანი ვარ... გოგონა
სკამიდან ძლივს წამოდგა, ქუჩაში გავიდა და გაუჩინარდა. გაოგნებული ვიყავი,
ხმას ვერ ვიღებდი და ჩუმად თავჩაღუნული მივიდიოდი სახლისკენ. 20 აპრილი
გათენდა, ორშაბათი დღე იყო. რატომთაც რუსთაველზე გასეირნება მომინდა და
წავედი კიდეც. უცებ ერთ კორუსთან უამრავი ხალხი დავინახე და იქით წავედი
საიდანაც ტირილის ხმა მოისმოდა. კორპუსის შესასვლელთან თვალი მოვკარი დიდი
წითელი ასოებით დაწერილ სიტყვებს. თითქოს ჩემთვის ნათელი გახდა რატომ იყო
იქ იმდენი ხალხი, მაგრამ მაინც ვიკითხე: - რა მოხდა? - 18 წლის გოგონა ნერვიულობას გადაყვა და მოკვდა. - რაზე ნერვიულობდა? - შეყვარებული მოუკვდა და ვერ გადაიტანა. რა
უნდა მექნა, თავი ჩავღუნე და წამოვედი, მაგრამ ტირილის ხმა კარგა ხანს
მესმოდა ყურში. სულ ის სიტყვები მახსენდებოდა დასაფლავების დღეს რომ უთხრა
ნინიმ ნიკას: "შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე". ეხლა ალბათ ორი ანგელოზი -
ნინი და ნიკა ჩახუტებულები, ნელი ნაბიჯით სეირნობენ და უხარიათ, რომ მათ
ვერავინ ვეღარ დააშორებთ - თვით სიკვდილიც კი! ისინი ღმერთისკენ კურთხეული
სიყვარულით დაჯილდოვდნენ და ეს სიყვარული მარადიულია. შეიძლება ხვალ
ქორწილიც კი ქონდეთ ედემის ბაღში...
სიმღერები
იმედია მოგეწონათ>> ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ რა თორე მოვკვდი მე ამის დებით