ფილმ "ბინდის" ვარსკვლავებმა, რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია წყვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეყვარებულები ქორწილის გოთურ სტილში აღნიშვნას აპირებენ, სადაც "ბინდის" ყველა მსახიობსა და ასევე შარლიზ ტერონს და კეტი პერის დაპატიჟებენ. მსახიობები ქორწილის მენიუს შეკვეთას სწრაფი კვების ობიექტში აპირებენ.
რობერტმა კრისტენი საკუთარ მეუღლედ უკვე დიდი ხანია გამოაცხადა.
Lady GaGa ახალ ზელანდიაში, კონცერტის დროს, მოღერალმა ლედი გაგამ ტვინის შერყევა მიიღო. მოცეკვავემ მას ლითონის ბოძი შემთხვევით თავში მოარტყა. მომღერალი ოკლენდის სცენაზე ჰიტ Judas-ს ასრულებდა, როდესაც დეკორაციის ნაწილი თავში მოხვდა. ვარსკვლავი შეცბუნდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და გამოსვლა დაასრულა.
"ჩემს თაყვანისმცემლებს მინდა ბოდიში მოვუხადო, თუ ჩემი ქცევა უცნაურად მოეჩვენათ. შესაძლოა, ზოგიერთმა ვერ შეამჩნია, რომ თავში ბოძი მომხვდა და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ ეს კონცერტის გაგრძელებაში ხელს ვერ შემიშლის",- მიმართა საკუთარ ფანებს გაგამ.