"რათქმაუნდა, ღმერთმა ჯერ მამაკაცი შექმნა და შემდეგ ქალი... რადგან, სანამ რაიმე ღირებულს შექმნიდე, ესკიზია საჭირო.." :))) "როცა საკუთარი თავისთვის ეძებ ბედნიერებას, ის, როგორც წესი გაგირბის.. საკმარისია სხვისთვის დაიწყო ბედნიერების ძებნა, რომ მაშინვე შენსას იპოვნი.."
"ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც ათასობით დოლარს იხდიან ერთ კოცნაში და ორმოცდაათი ცენტიც არ ემეტებათ სულისათვის.."
"ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, ჰქონდეს შარმი, იუმორის გრძნობა და რათქმაუნდა უნდა კეთილი იყოს. თუმცა, სასურველია იგივე თვისებები მამაკაცსაც ჰქონდეს.."
"არიან ადამიანები, რომლებიც წვიმას გრძნობენ და არიან ადამიანები, რომლებიც სველდებიანო.."
"ბედნიერება ძალიან გავს პეპელას – რაც უფრო ცდილობ მის დაჭერას, მით უფრო გისხლტება ხელიდან.. ხოლო, როცა ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვს, შეუმჩნევლად მოფრინდება დ მხარზე დაგაჯდება .."
"ქალს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ მაინც უნდა შეუყვარდეს ცუდი მამაკაცი, რომ კარგი მამაკაცის დაფასება შეძლოს.." ;) "თქვენ ხშირად შეგხვდებათ ჭკვიანი მამაკაცი ჭკუასუსტ ქალთან ერთად, მაგრამ, იშვიათად თუ ნახავთ ჭკვიან ქალს ჭკუასუსტ მამაკაცთან.."
"ცხოვრება იმისთვის კი არ მოგენიჭა, რომ საკუთარი თავი იპოვნო, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი შექმნა.."
"აუცილებლად იქნებით იმდენადვე ბედნიერი, რამდენად სასარგებლოც ხართ ირგვლივ მყოფთათვის.."
იმისთვის, რომ დღე წარმატებული და ხალისიანი იყოს, იმისთვის, რომ მთელი დღე თავდაჯერებულმა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა გაატაროთ – დაიწყეთ ის სიტყვებით – dear self, today you will shine! :) "ჭკვიანი გოგონები კოცნიან, მაგრამ არ უყვართ.. ისმენენ, მაგრამ არ იჯერებენ და მიდიან, მანამ, სანამ მათ მიატოვებდნენ.."
"ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე ლოგინიდან პირდაპირ დანაღმულ ველზე ვხტები .. დანაღმული ველი - ეს მე ვარ.. და აფეთქების შემდეგ, მთელი დღე ჩემი მიმოფანტული ნაწილების შეკრებას და შეწებებას ვუნდები.." ფროიდი ამობდა - ადამიანი შეშლილს ემსგავსება, როცა შეყვარებულიაო.
"ქალი, რომელიც იღიმის და სიხარულს ასხივებს -განსაკუთრებულად მშვენიერია, და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა მოსავს მას.."
ყოველი ახალი დღე რაღაცით გავს სიცოცხლეს: ყოველი გაღვიძება და ფეხზე ადგომა - დაბადებაა, ყოველი სისხამი დილა - სიყმაწვილე, ყოველი დაბინდება და დაძინება - პატარა სიკვდილი..."
"თუ იტყვი - "ახალი დილა გათენდა" - ნუ შებღალავ მას გუშინდელი დღის ხსოვნით.. არამედ, შეხედე მას ისე, როგორც ახალშობილმა, რომლისთვისაც ჯერ სახელიც არ დაურქმევიათ.."
"გუშინდელი დღე განვლილია, ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა... მე მხოლოდ ერთი დღე მაქვს - დღევანდელი და ვაპირებ ბედნიერი ვიყო დღეს!"
"მერე რა, რომ "კაცების სამყაროში" ვცხოვრობთ? ასეა თუ ისე, - ისინი ვერ იცვამენ კაბებს, ქალები კი მშვენივრად ვიხდენთ შარვლებს.."
"ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ მიხვდებით, რომ ორი ხელი იმიტომ გაქვთ, ერთით საკუთარ თავს მოემსახუროთ, ხოლო მეორეთი სხვებს დაეხმაროთ.."
"ქალი, რომელიც მიყვება ბრბოს, ბრბოზე უფრო შორს ვერც წავა.. ქალი, რომელიც გზას მარტო მიიკვლევს, ნახავს ადგილებს, რომელიც ჯერ არავის და არასდროს აღმოუჩენია.."
"ზოგიერთ მამაკაცს, რომელიც განსაზღვრულ ასაკს მიაღწევს, გაზრდის ეშინია... და ისე ხდება, რომ რაც უფრო ემატებათ ასაკი, მით უფრო ახალგაზრდა ქალებს ირთავენ ცოლად.."
|