მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » poezia :)))
11:35 AM
poezia :)))
წამიერი სისუსტე
შეღება თეთრად მზისფერი მოლი,
გაშალა ციდან მიწამდე აფრა
არა და როგორ მინდოდა თოვლი
არა და როგორ მინდოდა მაგრამ...

მთელი ცხოვრება დენის ხაზებზე
მწკრივად ჩამომსხდარ ბეღურებს ვითვლი
ვუყურებ ხელზე გადახსნილ ვენებს
და ვხედავ როგორ მიათრევს სისხლი

გულისკენ სუნთქვის ბოლო რექვიემს
ვიცი არ მოხვალ... დღეები სველი
ბეღურებივით ჩამწკრივდნენ. იქვე
გელი მეც როგორც სამარიტელი...

შეღება თეთრად თოვლმა ვენახი
გატეხა ქარმა ზამთართან ფიცი,
მე რომ სულ ცოტა სითბო მენახა
მე რომ სულ ცოტა... მაგრამ რა ვიცი

რომ ყველა ჩემი ცოდვილი წვეთი
ისევე გტკივა შენ როგორც მაშინ
ჯვარს რომ გაცვეს და ჩემსავით გვერდით
არავინ გყავდა... და მერე ქარში

ვიმღერებ ბოლო მომაკვდავ სოლოს
დავტოვებ ფოთლებს, დავტოვებ თეთრი
ხეების ჩრდილში, ვენახის ბოლოს...
შენამდე მაინც არ მოვალ ეტლით

შეღება წითლად მზისფერი მოლი
გაშალა ციდან მიწამდე აფრა
არა და როგორ მინდოდა თოვლი
არა და როგორ მინდოდა, მაგრამ...
542890_400386496660894_99787868_n_large
(მე შენი სული მიყვარს)  
მე შენი სული მიყვარს და არა ესთეტიკა - 
ღამეთა ისტერიულ ვნებათა პარტიტურა. 
თუმც, უნდა ვაღიარო, ქართული გენეტიკით 
შარმი გაქვს დამწველი და ზედმეტად პოეტური... 

მე შენი პეპლებივით ბავშვული სიარული 
მაგიჟებს უფრო მეტად, ვიდრე ეგ სწორი ტანი. 
ისე კი ოცნებაში სულ ყველა იარუსი 
მოვსინჯე სათითაოდ ტერფიან-თმებიანად... 

მე შენი გული მიყვარს და არა სავსე მკერდი - 
ყელიდან გავლებული მუცლამდე - მედიანა, 
ჩემივე შექმნილია შენამდე ბარიერი, 
უბრალოდ ფოთლებია, ქარი და მეტი არა... 

მე შენი სული მიყვარს და არა ესთეტიკა - 
ქარიშხლის ისტერიულ ვნებათა პარტიტურა. 
თუმც, უნდა ვაღიარო, ქართული გენეტიკით 
შარმი გაქვს დამწველი და ზედმეტად პოეტური...
251938_406466402730680_692640284_n_large
* * * ლოცვა * * *  
მას ჟამსა შინა, რა ვსცან პირველად ღმერთი ჩემი,
მკრთალი სიცივით დამარხული ემბაზის ფსკერზე.
ველოდი სიკვდილს, როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას. 
დაეკიდა კისრის სისქეზე

ჯვარი, რომელიც მამის ხელმა გულზე მომარგო.
მამის რომლისაც აღარც მახსოვს უკვე კეთილი
თვალებიც. მერე, იყო თოვა. არც ისე კარგი
გამოდგა ხორცი სულისათვი და ასე თლილი,

საარცერთფეხო ბილიკებით ვიარე. ახლა,
ფარვანებივით ემალება ჩემი თვალები
ყველა სინათლეს და მათ შორის ამოსულ სახლებს
იების მსგავსად. 
სახლი იყო მშვიდი და წლებიც

მარტივი, რადგან მარტივია იცხოვროს სამმა
ერთხორც და ერთსულ და თან და თან წარსულს მიწაში
ვმარხავდით. მერე, იყო ქარი და იყო დრამა,
თან ისე კარგი, რომ ფოთლებმაც დამიკრეს ტაში

და კარჩაკეტილ თებერვალში ვიყავით ორნი,
საერთო გვქონდა ხელები და ცივი მზე მრავლად.
მე, თუმცა, ტკივილს დავატარებ შავ ფილტვებს შორის,
თვალებში მიანც არგამხელილ იმედებს ვმალავ.

მას ჟამსა შემდგომ, რა ვსცან პირველად ღმერთი ჩემი,
ჩუმი სხივებით რომ დაეცა მბზინვარე ოლარს,
ველი მას მარტო როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას
ელიან თოვას
ელიან თოვას...
423749_112606582196438_35275282_n_large
***
მტკვარი წვიმაში ბევრად უფრო ბავშვური ხდება,
უმალ ივიწყებს სიდინჯეს და ზედაპირს აცდის
ქალაქის მტვერში გამურული წვეთებსის წყება
ჩაკირას გულში... ხეტიალი ქუჩიდან სახლში,

სახლიდან გარეთ, გარდეან სახლში და იშვიათად
გინდა რომ დარჩე შენს ფიქრებთან, საათებს ითვლი.
მერე დაცინვით ნეკერჩხლები ტოტს გაიშვერენ
წვიმაში ვიღაც გარეკელი ნაბიჯს რომ ითრევს...

მტკვარი წვიმაში ბევრად უფრო ქალური ხდება
და უფრო ნაზი, უფრო მშვიდი, უფრო ამაყი,
უფრო და უფრო უფერო ამინდს და წვიმის წყებას
შემოაქროლებს ოქტომბერი ჩემთან ამაღამ.
X_c28f3068_large
ერთი ნაბიჯი...
და მკერდის პირით ჰაერს ეყრდნობი,
ალბათ ათასი ბილიკი სცადე,
ახლა უყურებ გაფრენას ორბის
შორი მთებისკენ. გინდა კლანჭებით
შემოაგლიჯოს ამინდს სინაზე
ერთი ნაბიჯი, მერე ღამდება
სივრცეს სიცივე ავსებს პირამდე.
წვეთები ძიძგნის დასერილ ღრუბლებს
რომლებსაც ზეცა მაჯებად ხმარობს,
ალბათ ჩემსავით შენც მზისკენ უფრენ.
ერთი ნაბიჯიც... შენ გავხარ ფაროსს,
ან დაქცეული ზევსის კვერთხივით
გადაეშვები ციდან მიწამდე,
შენ მხოლოდ ერთი ნელი ნაბიჯით
გამასწარი და არ დამიცადე...
და ეს ნაბიჯი აშორებს მზეებს,
ჩამოქცეული ხევის ძირამდე.
ორბებს შევები მერე და დღეს მეც
ერთი ნაბიჯი დამრჩა შენამდე...
417000_290394841023133_1894351448_n_large
შენ...(შიში)  
ჭიქის მივარდნილ კიდეებში ბოლო წვეთს ეძებ,
უკვე ცხოვრებაც შენი ხელით გახდა საზიდი,
მობეზრებული ბოთლში ახრჩობ გაქცეულ დღეებს
პოეტობამაც უფრო მეტად გაგასაზიზღრა...

მერე დაჯდები, ხასიათით სენტიმენტალურ,
ფანჯრიდან ოდნავ მოშორებით, ისევ შიშია
შენი მეგზური. ცდები, რადგან უკვე მეტადრე
შენი თავისვე გეშინია... დანაკლისია

ყოველი შენი ამოსუნთქვა დედამიწისთვის.
შენ ყოველ დილით მზის წინაშე ჰგავდი პურიტანს,
ამ ჩვეულებას იჩემებდი, ვეღარც იცილებ
უკვე და ალბათ მარტოობა მეტსაც მოიტანს.

ცივ ჯეკ დენიელსს ჩააწვეთებ კოლტრეინს ფირზე,
მერე დარაბთან ახლოს მიხვალ. გაფრენა გინდა.
ფრთები გაშალე. ამის დედაც... რომც ვერ გაფრინდე
პოეტად მოკვდე, თუნდაც, მარტო საცდელად ღირდა.
246446_401615513207452_431278152_n_large
უცხო ტკივილი(დევნილის მონოლოგი)  
მაშინ როცა ღამესაც ფრთებზე ფერი ედება,
წყდება ყველა ხევიდან ოხვრა სალი ლოდების,
ნისლი კონცხზე ფიჭვნარებს შეუფაკლავს ფერდებს და
ჩემთან უცხო ტკივილი ისევ გამეორდება.

ტალღებს გამოყოლილი იასამნის ფურცლები,
დავთვალე და მთებიდან ვიცი ლექსებს მომიტანს,
ყველა სადღეგრძელოში ოცნებებად ვიცლები,
შეუვსებელ დოქებს კი დავაგორებ გორიდან.

ქვევით ქვევრს რომ ქვითინით დავუბარე მელოდე,
ის კი არ გამახსნდა მარტო რჩება ვენახი...
გავურბოდი ზამთარს და მდია ცისფერ მდელომდე
ჩვენ იქ ზეცა გვგონია თქვენ კი "შავ" ზღვას ეძახით.

ჩუმად გადაუფრინეს ოდას შავმა მერცხლებმა,
ცაზე გემის ბოლქვებში შეერივნენ მოლისფრად,
ძველი მოგონებები (შიშველ მზეებს რომ ცდება)
ტალღებს ბოლო ძაღლივით მიუყვება შორისკენ.

ქარი სონეტს დაქარგავს გადაცრეცილ ნისლებზე,
უკვე ჩემი კაცობაც აღარ მეიმედება,
სადღაც ფიჭვის კალთებში თეთრი თოვლი ისვენებს,
მე კი აქ, ენგურივით ისევ კლდეებს ვედები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 730 | დაამატა: qetrin_girl | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - KittySwift♥ ( 2012-06-14 )

ძაან მაგარია <3 არ გრცხვენია შენ კიდე ასეთ ძმას ეჩხუბები smile მომეწონა ძაალიან <3 განსაკუთრებით შენ...(შიში) :*

პასუხი:
3 - Mariaa♥)) ( 2012-06-14 )

dzaaaan magaariaaaa...))) mometsonaa magraaadd! ai ras nishnavs roca adaminss aqvss nichii

პასუხი:
2 - Twilighter ( 2012-06-14 )

Wow surprised ai umagresia dzaan momewona qeet shen dzmas gadaeci dzaan magra wer mec minda egeti niwitqo umagresebia martlac ai ar vici titqos ragacnairad davdeqi sulshi chamwvdomi leqsebi iyo martla kaia rom dadae da kidev tu dadeb kai iqneba gansakutrebit წამიერი სისუსტე, * * * ლოცვა * * * da შენ...(შიში) moomeqwona kide dade raaaaaaa cry cry cry

პასუხი:
1 - -ტრიქსი ( 2012-06-14 )

magebiia <3 love

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

საათი: 5:44 PM 
თქვენი IP: 18.117.104.132
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz