ენდე მას ვინც ხედავს...
1) დარდს შენი ღიმილის მიღმა
2) სიყვარულს შენი გაბრაზების მიღმა
3) მიზეზს შენი სიჩუმის მიღმა
5 რამ, რაც ცხოვრებაში უნდა გახსოვდეს
1) ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ უფრო კომფორტულია იტირო მერსედესში, ვიდრე ველოსიპედზე.
2) აპატიე, მიუტევე მტერს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მისი სახელი.
3) დაეხმარე ადამიანს გაჭირვების ჟამს, ისინი დაგიმახსოვრებენ და გაგიხსენებენ, როდესაც კვლავ საფრთხეში იქნებიან.
4) ბევრი ადამიანი ცოცხალია, რადგან არალეგალურია მათი მოკვლა
5) ალკოჰოლი არც ერთ პრობლემას არ ჭრის, მაგრამ არც რძე აგვარებს რომელიმე მათგანს.
7 რამ, რასა გოგონები და ბიჭები აკეთებენ გამოცდაზე
გოგონები:
1) წერენ
2) თმას იწევენ ყურს უკან
3) კვლავ წერენ
4) ახალ ფურცელს ითხოვენ
5) კვლავ წერენ
6) გრაფას ავსებენ
7) კვლავ აგრძელებენ წერას
ბიჭები:
1) თვლიან გოგონათა რაოდენობას
2) ათვალიერებენ ახალგაზრდა მეთვალყურე ქალბატონებს
3) ითვლიან თუ რამდენი ფანჯარა და კარია ოთახში.
4) ახალი, ცნობილი ბრენდის მქონე კალმით გახარებულები არიან
5) ადგენენ მომავლის გეგმებს
6) სინანულის გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ წინა ღამით არ იმეცადინეს
7) ფიქრობენ იმაზე, რომ მომდევნო ოთხი გამოცდისათვის შესანიშნავად მოემზადებიან.
გამოცდის შემდეგ
გოგონები: ფურცელი ისეთი თხელი იყო წერა მიჭირდა. აუცილებლად ჩავიჭრები ( ამ დროს ქუალათა რაოდენობაში იგულისხმება : 80 + )
ბიჭები:არაფერი რთული არ იყო, ძალიან მარტივად დავწერე. ზღვარს გადავლახავ.
გოგო: რაღაც მინდა გითხრა
ბიჭი: რა?
გოგო: სულ სამი სიტყვაა
ბიჭი: ვიცი, ,,მე შენ მიყვარხარ"..მაგრამ მე არა.
გოგო: არა
ბიჭი: მაშ რა?
გოგო: ჯანდაბამდეც გზა გქონია ))
...ისტორია...
იყო დრო, როდესაც კუნძულზე ცხოვრობდა ყველა გრძნობა: ბედნიერება, მწუხარება, ცოდნა....მათ შორის სიყვარულიც. ერთ დღესაც ამ გრძნობებს გამოუცხადეს, რომ კუნძული ჩაიძირებოდა. მათ ააშენეს გემები და დატოვეს კუნძული.
სიყვარულის გარდა ყველა წავიდა. მას სურდა, ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე დარჩენილიყო.
კუნძული იძირებოდა, სიყვარულს სხვა გზა აღარ ჰქონდა გადაწყვიტა დახმარება ეთხოვნა.
სიმდიდრემ გრანდიოზული გემით ჩამოიარა
სიყვარული: სიმდიდრევ შეგიძლია წამიყვანო?
სიმდიდრე: ვერ წაგიყვან. ამ გემზე უამრავი ოქრო და ვერცხლია. აქ შენი ადგილი აღარ არის
ამაოებამ არაჩვეულებრივი ხომალდით ჩაიარა
სიყვარული: ,,გთხოვ დამეხმარე"
ამაოება: არ შემიძლია, შენ სველი ხარ და შეიძლება ჩემი ხომალდი სულ გაანადგურო
მწუხარების დროც მოვიდა, თუმცა მანამ უარი შეუთვალა სიყვარულს იმის გამო, რომ მარტო სურდა ყოფნა.
ბედნიერებამაც ვერ შეძლო სიყვარულის დახმარება. ის იმდენად ბედნიერი იყო, რომ არც გაუგონია როგორ ითხოვდა დახმარებას სიყვარული
სიყვარულს უცებ რაღაც ხმა მოესმა: ,,მოდი, მე წაგიყვან" ხნიერის ხმა იყო. სიყვარულს დაავიწყდა ეკითხა თუ სად აპირებდნენ წასვლას, უბრალოდ გაჰყვა. როდესაც მშრალ კუნძულზე მივიდნენ, ხნიერი თავის გზაზე წავიდა. სიყვარულმა ცოდნას - მასაც ძალიან ხნიერს ჰკითხა თუ ვინ იყო მისი გადამრჩენელი.
ცოდნა: დრო
სიყვარული: მაგრამ რატომ დამეხმარა?
ცოდნა: რადგან მხოლოდ დროს შეუძლია იმის გაგება თუ რამდენად ღირებულია სიყვარული.
თუ შენ ოდესმე შეგექმნება დიდი პრობლემა, არ თქვა: ,,ღმერთო მე დიდი პრობლემა მაქვს". ამის ნაცვლად თქვი: ,,რაო პრობლემა? მე მყავს დიდი უფალი და ყველაფერი კარგად იქნება".
ცხოვრება ცეკვას ჰგავს, რომელსაც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას სწავლობ, ზოგჯერ წინ ხარ, ზოგჯერ კი სხვას მიჰყვები.
შენ არასდროს კარგავ მაშინ როცა გიყვარს. კარგავ მაშინ, როდესაც უკან იხევ.
წიგნი ისეთივე გამოუყენებელია სულელი ადამიანისათვის, როგორც სარკე ბრმისათვის.
მსოფლიოში არაფერი არ არის შეუძლებელი. თვითონ სიტყვაც Impossible იშიფრება შემდეგნაირად: I M POSSIBLE
სიყვარული გულის იდუმალი ენაა.