მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივნისი » 19 » საშიში ისტორიები
3:41 PM
საშიში ისტორიები
ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა.. 

ლეგენდაის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ნახავთ ერთ ყველაზე დაზუსტებულ ამბავს რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას ლიზა მეიერს გადახდა. 
დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ. 
ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა: 
- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..! 
ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა. 
დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.
მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა. 
წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.

ლეგენდა შემდეგზე მოგვითხრობს:
- ერთ ძველ ქალაქში ცხოვრობდა ორი გოგონა: მენდი და კელი. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს, და დადგა მათი კოლეჯში წასვლის დროც, მენდი დიდი ხანი ამბობდა რომ უცნაურ სიზმრებს ნახულობდა და ამით შეწუხებული იყო. 
მედი და კელი კოლეჯში კარგად ერთობოდნენ, უკვე რამდენიმე თვე იყვნენ კოლეჯში და მათი გამოცდების დროც დადგა, წინა ღამეს ისინი დიდ ხანს ემზადებოდნენ. კელი მენდის ოთახში იყო გასული და ამზადებდა მას, რადგან ის ძალიან ზარმაცი და უცოდინარი გოგონა იყო, მათ მენდის საძინებლიდან რაღაცის ხმა გაიგონეს, კელიმ სთხოვა მენდის დაეკეტა ფანჯარა მის ოთახში, მენდი ოთახში შევიდა, გამოსვლისას კი თქვა, რომ ოთახში ფანჯარა დაკეტილი იყო.
გოგონები ღამემდე მეცადინეობდნენ, ღამე მენდის ძილი მოუნდა და კელის უთხრა რომ ძალიან ეზარებოდა მეცადიონებოა, სთხოვა მას გასულიყო მის ოთახში თვითონ კი დაიძინებდა. კელი მის ოთახში გავიდა და ცოტა დაისვენა, მალე მას გაახსენდა, რომ კელისთან მისი წიგნი ჰქონდა დარჩენილი და შებრუნდა ოთახში, აიღო წიგნი და მენდის საძინებელ ოთახში გავიდა, ოთახი ჩაბნელებული დახვდა, როგორც კი ის ოთახში შევიდა უცხო ხმამ დაიჩურჩულა:
-გთხოვ! არ აანთო შუქი!
კელიმ იფიქრა რომ ეს მენდი იყო, და მას ნახევრად ეძინა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა.
დილას კელი გაემართა გამოცდების დასაწერად, მენდის კარები ღია დახვდა, იფიქრა, რომ მენდი უკვე ქვემოთ იყო ჩასული რადგან ოთახში სინათლე არ ენთო, ის ქვემოთ ჩავიდა და შეუდგა გამოცდების დაწერას, თუმცა საკლასო ოთახში მენდი არ დახვდა, კელი გამოცდას ხელის კანკალით წერდა, დამთავრების შემდეგ კი მენდის ოთახში ავარდა, მენდის სახლი ცარიელი იყო, ხოლო როცა მენდის ოთახში შევიდა, იქ საშინელი სანახაობა დახვდა.... საწლთან მკვდარი მენდი ეგდო, ხოლო კედელზე კი სისხლით ეწერა: კმაყოფილი ხარ, იმით რომ შუქი არ აანთე...?
კატეგორია: Book / მოთხრობები ♥ | ნანახია: 649 | დაამატა: qetrin_girl | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - KittySwift♥ ( 2012-06-19 )

ესენი ყველა ვიცოდი : დდ კარგი სიახლეა .

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:20 AM 
თქვენი IP: 216.73.216.144
თარიღი: 2025-07-03 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz