მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივნისი » 17 » სისხლიანი მერი
4:21 PM
სისხლიანი მერი

 


მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს "bloody mary i see you” ან "I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.
2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე "mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.



ასევე არსებობს კოკტეილი რომელსაც სისხლიანი მერი სვამდა. 

თუმცა როგორც სასმელების ექსპერტები ამტკიცებენ, სასმელის წარმოშობის და სახელწოდების ისტორია საკმაოდ ბანალურია. მათი აზრით, კოქტეილს "სისხლიანი მერი” მხოლოდ და მხოლოდ მისი ფერის გამო შეარქვეს.

ინგრედიენტები:

  • ტაბასკოს სოუსი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი
  • პილპილი
  • 60 მლ არაყი
  • პომიდვრის წვენი
  • ნიახურის ღერო
    ყინული

მომზადების წესი : ყინული ჩადე ჭიქაში, დაამატე ტაბასკო, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიე. დაამატე არაყი, პომიდვრის წვენი, კარგად აურიე და მიიტანე ნიაურის ღეროთი.
და ბოლოს ………..
მოდით ყველაფერი გავაერთიანოთ და მივიღებთ ………




ეს ამბავი გამოაქვეყნა ახალგაზრდა გოგომ, მარიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.

” ჩემი დედინაცვალი იყო გამოცხადებული ბოროტება. ვიცი, რომ შვილების უმრავლესობა თავის დედინაცვალზე ასე ფიქრობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს სიმართლეა. ის მამაჩემს ცოლად იმიტომ გაყვა, რომ მისი მემკვიდრეობა დარჩენოდა, ჩვენ კი, მისი სამი შვილი მისთვის დიდი ტვირთი ვიყავით. გერტას, ჩემს დედინაცვალს ბავშვები ეზიზღებოდა, ჩვენ კი განსაკუთრებით.

რადგანაც ჩვენ სამივენი მის მემკვიდრეობას ხელს ვუშლიდით, გერტამ თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო. ჩემი უმცროსი ძმა, ჩარლზი სასწავლებლად გააგზავნა მკაცრი სწავლების გიმნაზიაში. როცა ის ჩვენს სანახავად ჩამოვიდა, გამხდარი და ფერწასული იყო, საშინლად არ უნდოდა იქ დაბრუნება, მაგრამ გერტამ მამაჩემი დაიყოლია და ისევ იქ გაუშვა. ცოტა ხანში შევიტყვეთ, რომ ჩარლზი ხიდან ჩამოვარდა და მოკვდა.

ამის მერე ჯერი ჩემს უფროს ძმაზე, რიჩარდზე მიდგა. გერტამ მამა დაარწმუნა, რომ მას ტალანტი ჰქონდა და ხელოვნების სკოლაში გააგზავნა. რიჩარდს ფეხბურთი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ხელოვნება, მაგრამ მაინც გულმოდგინედ სწავლობდა ვიოლინოზე და პიანინოზე დაკვრას. ჩემმა დედინაცვალმა ის რამდენიმე სკოლის მოსწავლე ბიჭს გააცნო, რომლებსაც ნარკოტიკებთან ჰქონდათ კავშირი და ცოტა ხანში რიჩარდი გადამეტებული წამლის მოქმედებით დაიღუპა.

გერტამ ის ათი წუთით ადრე იპოვნა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენა შეიძლებოდა,  ასე თქვა ექიმმა და მე მჯერა, მაგრამ მამამ რა თქმა უნდა არ დაიჯერა.

ახლა, რადგან  სამი შვილიდან მარტო მე დავრჩი ცოცხალი, ცხადია ჩემს მოშორებას ეცდებოდა, ამიტომ სანიმუშო შვილად ვიქეცი, ყველაფერს ვასრულებდი, პრობლემას არაფერში არ ვქმნიდი. რამდენიმე თვეში 18 წლის ვხდებოდი და სახლიდან გაქცევას ვაპირებდი. მამაჩემის და სხვა ქალაქში ცხოვრობდა და იქ ვაპირებდი წასვლას.

ეს იმედების წყალში ჩამეყარა, რადგან გაგვაგებინეს რომ ჩვენი ერთადერთი უახლოესი ნათესავი, მამიდა ვიღაცამ მოწამლა და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა ეს გერტას ხელი იყო.

ძალიან შევშინდი. ან ის და ან მე, ერთ–ერთი უნდა გადარჩენილიყო. სწორედ ამ დროს გამახსენდა ლეგენდა სისხლიან მერიზე, რომელიც ჩემს წინაპრებს გადახდათ თავს. დედაჩემისგან ვიცოდი რიტუალი ზუსტად როგორ უნდა ჩამეტარებინა. სხვა გზა არ იყო. უნდა გამერისკა.

იმ ღამეს მამა საქმეებზე იყო წასული, გერტა კი თავის მორიგ საყვარელთან კლუბში ერთობოდა. მე ჩემი შეგროვილი თანხით სანთლები ვიყიდე და სარკესთან განვალაგე. რიტუალი უნდა დამეწყო.

ამ დროს ოთახში გერტა შემოვიდა და ლაპარაკი დამიწყო.

– რას აკეთებ მარია?

– უბრალოდ სანთლებით ვერთობი.

– იცი მარია, დრო მოვიდა რომ ვილაპარაკოთ.

– მართალი ხარ – ვუთხარი და შევხედე – რადგან ჩემი ორი ძმა უკვე მოკალი, ახლა ჩემი ჯერია.

– მართალი ხარ – მითხრა ბოროტად – არ დავუშებ რომ იმ ბებერის ქონება მარტო შენ დაგრჩეს.

ყურადღება არ მიმიქცევია, ჩავიხედე სარკეში და გარკვევით ვახსენე სამჯერ მერის სახელი. სარკეში საშინელი სახე გამოჩნდა, ერთიანად ნაოჭებით და წყლულებით დაფარული.

– გერტა – წარმოთქვა მან – მოდი ჩემთან.

ჩემი დედინაცვლის კივილმა იქაურობა შეძრა. სარკიდან გაშავებული და გრძელი ფრჩხილებით დაფარული ხელები გადმოვიდა და გერტა შიგნით შეითრია.

მე გონება დავკარგე და დილით გამომეღვიძა. გერტა არსად ჩანდა. მამას შევატყობინე, რომ ის ღამე სახლში არ ყოფილა. მისი ძებნის დროს მამამ მის საყვარლებზე ყველაფერი შეიტყო და ჩათვალა, რომ რომელიმე მათგანთან ერთად  მისი მოღალატე ცოლი გაიქცა.

აბა რას იტყვით გჯერათ?

კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 911 | დაამატა: LovaTik♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - Mariaa♥)) ( 2012-06-17 )

me maxsovs ragaaacc matqmevina Chemma shetrma damm mgoni ase " Mary i kill you" !! tu ragaaacc !! biggrin arcc vicodi ra iyoo !!

პასუხი:
5 - Twilighter ( 2012-06-17 )

მჯერა არა კიდე ის ეს ვიცოდი და სულაც არ შემშინებია უბრალოდ დავიძაბე

პასუხი:
4 - qetrin_girl ( 2012-06-17 )

me sisxlian merize wakitxuli mqona da ise meshinoda ro 2 kvira marto ver vrchebodi da kide sarkeshi ver viyurebodi cry cry cry wacko wacko

პასუხი:
3 - LovaTik♥ ( 2012-06-17 )

au rato ar waikitxeet cry
geshiniaat??? tongue

პასუხი:
2 - -ტრიქსი ( 2012-06-17 )

არ წამიკითხია :)) It's Scary :X:S

პასუხი:
1 - KittySwift♥ ( 2012-06-17 )

სპეციალურად არ წამიკითხია ის სიტყვები და რა საშინელებაა რატო დადე ეს : დდ შემთხვევით რო გამახსენდეს და ვთქვა? smile ისე, ეს ისტორია ვიცოდი )) ის ქალი ღირსი იყო თუ სიმართლეა : დდ აუუ ნინო მოგკლავ : @@

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

საათი: 6:23 PM 
თქვენი IP: 3.147.52.243
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz