მე მიყვარდა ძლიერ, მას კი არა. მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი, ის კი არა. მაგრამ განვლო დრომ, ყველაფერმა ჩაიარა. ერთხელ შემხვდა ის ქუჩაში ნაღვლიანი, მას ვუყვარდი,
მე კი აღარ!
მე მქვია შენი, შენი სულის ნაზი სამოთხე, სევდა ვარ შენი, თვალებზე რომ მოგფარებია, სიხარული ვარ, გულიდან რომ დარდებს ამოხევს, მერე სამყაროს ჩაგიხატავს, თეთრფერებიანს. ♥
და მაინც მინდა ვიყო ლამაზი, დაე, ჭორებმა სული დაფლითონ, შენ ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი... ასი ათასს კი გული დავწყვიტო!
არ არის საინტერესო ელაპარაკო იმას, ვისაც ყველაფერი "კარგად" აქვს და "არაფერს" არ აკეთებს.
კარგია როდესაც არსებობს დრო, მანძილი და სიძნელეები, რადგან სწორედ ისინი გაგებინებენ თუ ვის უყვარხარ, ვინ გემეგობრება და ვინც უბრალოდ არ არის საჭირო.
ოცნებები ოცნებობენ ოცნებებზე.
ცხოვრება გამუდმებული კითხვების ჯაჭვია, ვეძებთ უკიდეგანო სამყაროში ჩვენს ,,მეს" და ამ ძებნაში გადის ძვირფასი დრო და მოდის დასასრულიც.
ძვირფასია ის, რასაც ვერასოდეს იყიდი.
ნუ აკრიტიკებ მას, ვისიც არ გესმის. შენ იმ ადამიანის ცხოვრებით არასოდეს გიცხოვრია.
მე შენ გათხოვებ ჩემს თვალებს, რათა დაინახო საკუთარი სრულყოფილება.
Hope You Like It.