მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » ტრაგიკული ისტორია რომალმაც მსოფლიო აატირა :S
9:21 PM
ტრაგიკული ისტორია რომალმაც მსოფლიო აატირა :S
ისტორიის ავტორი უცნობია:

„მე მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ვისაც ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურებდა, თუმცა, თავს მაინც მარტო ვგრძნობდი. ერთხელ კი დედამ მითხრა, რომ ფეხმძიმედაა და ძალიან გავიხარე. წარმოვიდგინ,ე რა კარგი იქნებოდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით. მაინტერესებდა დამემსგავსებოდი თუ არა, ამ ამბის გაგების შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი. ასე რომ, როცა შენ დაიბადე, შევხედე შენს გამხდარ ხელებსა და ფეხებს და გავიფიქრე, თუ რა ლამაზი იყავი.

ჩვენ შინ წამოგიყვანეთ და მეგობრების წინაშე ამაყად წარგადგინე. დრო გადიოდა. ჩემი მეგობრები შენ გეფერებოდნენ, ხან კი გაწვალებდნენ, მაგარამ შენ ამის გამო უკმაყოფილებას არასდროს გამოხატავდი. როცა ხუთი თვის გახდი, დედას შენთან დაკავშირებით გარკვეულმა ვითარებებმა შიში აღუძრეს. ძალიან ცოტას მოძრაობდი, და შენი ტირილი კნუტის კნავილს ჰგავდა. ამიტომ, ექიმებთან წაგიყვანეთ.

ექიმებს ძალიან გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ შენ „ქრაი დუ ჩატ"–ის სინდრომი გაქვს. ამ დაავადებას „კატის ტირილი" ეწოდება.
როცა ვიკითხე თუ რა გჭირდა, მან სევდიანი სახით შემომხედა და მითხრა: „შენი ძმა არასდროს გაივლის და ვერასდროს ისაუბრებს". ექიმმა გვითხრა, რომ ეს არის დაავადება, რომელიც 50 ათას ბავშვიდან მხოლოდ ერთში ვლინდება და შესაძლოა ეს დაავადება გარდაცვალებითაც დაგვირგვინდესო. დედა შეშინდა და მეც საშინელმა გრძნობამ ამიტანა. ვფიქრობდი, რომ ეს უსამართლობა იყო.

როცა შინ დავბრუნდით, დედამ აგიყვანა და ატირდა. მე შემოგხედე და მივხვდი, რომ ჩემთვის შენი ავადმყოფობის გამო მთელი მსოფლიო შეიცვლებოდა. სასწორზე იდო ჩემი პოპულარობა, თუმცა ეს გაუაზრებლად გავიფიქრე... მე შენ შემძულდი. დედამ და მამა ეს არ იცოდნენ, მაგრამ მე ჩემს თავს ვაიძულებდი და შთავაგონებდი, რომ შენ არ უნდა მყვარებოდი. ამ ყველაფერს კი ის ამძაფრებდა, რომ დედა და მამა შენდამი უფრო დიდ სიყვარულს ამჟღავნებდნენ და უფრო მეტ ყურადღებასაც გითმობდნენ.

წლები გადიოდა, ეს ყველაფერი კი ჯერ სიბრაზეში, შემდეგ კი სიძულვილში გადაიზარდა.
დედა არ ნებდებოდა. მან იცოდა, რომ შენი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.
მე გამუდმებით ვხედავდი მის გულაგტეხილ გამომეტყველებას, როცა შენ თამაშობდი, ის კი გიყურებდა. მას გული სტკიოდა, როცა შენი უსუსური ტირილი ესმოდა.

ერთ დღეს კი მოხდა სასწაული – შენ ცოცვა დაიწყე. დედა იმედით აღივსო. მას სჯეროდა, რომ სიარულს დაიწყებდი. დედამ იცოდა, რომ გძულდა როცა ცვრიანი ბალახი გეხებოდა, ამიტომ დედა ყოველთვის ბალახზე გსვამდა, რათა ამით ეიძულებინა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ შენ კვლავ ცოცავდი. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. დედა შენთან ბრძოლით არ იღლებოდა, ცდილობდა შენს ფეხზე დაყენებას. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო, შენ ერთ დღეს ფეხზე წამოდექი და გაიარე. ტირილითა და სიცილით დედამ მამას დაუძახა, მეც მიმიხმო. მამამ ტირილით გულში ჩაგიკრა.

მე ამ სცენას ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვაკვირდებოდი.

წლების განმავლობაში დედა გასწავლიდა საუბარს, კითხვასა და წერას. ამ დღეებიდან მე გხედავდი გარეთ, როგორ დადიოდი, გრძნობდი სამყაროს სილამაზეს. მე მივხვდი, რომ რაც არ უნდა მეიძულებინა საკუთარი თავისთვის შენი სიძულვილი, მე გაჩენილი ვიყავი შენი სიყვარულისთვის.

შენი ფეხისადგმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენ კვლავ ერთიან ოჯახად ვიქეცით. მე სათამაშოებს ვყიდულობდი შენთვის და ვამჟღავნებდი იმ სიყვარულს რაც დამ პატარა ძმისადმი უნდა გამოამჟღავნოს. შენ კი მადლობას ღიმილითა და გულში ჩაკვრით მიხდიდი.

მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შენ ჩვენი არასდროს ყოფილხარ. მეათე დაბადების დღეზე თავის ტკივილმა შეგაწუხა. ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი დაგისვეს. დედა აქვითინდა, მამა კი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. მე ვცდილობდი საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი და ცრემლები დამემალა. იმ მომენტიდან, მე უფრო მეტად, მთელი არსებით შემიყვარდი.

ექიმმა განაცხადა, რომ ერთადერთი საშველი ძვლისტვინის ტრანსპლანტაცია იყო. თუმცა, შემდეგ ექიმმა აღნიშნა, რომ შენ მეტად ავად იყავი იმისთვის, რომ ასეთი რთული სამედიცინო ჩარევა გადაგეტანა. ჩვენ ქიმიოთერაპიასა და მედიკამენტებით მკურნალობას დავჯერდით.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც კი ებრძოდი არსებულ სიტუაციას. ერთი თვით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდი, შენ შექმენი იმ საქმეების სია, რისი გაკეთებაც გსურდა და ორი დღით ადრე ექიმებს სთხოვე ამ სიის ჩემთვის გამოგზავნა. ამ სიაში ჩვენ ერთად მივირთმევდით ნაყინსა და ნამცხვრებს, დავრბოდით ბალახზე, ვეთამაშებოდით კნუტებს, დავდიოდით სათევზაოდ, ერთმანეთს სურათებს ვუღებდით. მე გამახსენდა ჩვენი უკანასკნელი საუბარი. შენ მითხარი რომ თუ გარდაიცვლებოდი და მე დახმარება დამჭირდებოდა, შემეძლო შენთვის სამოთხეში წერილი გამომეგზავნა, ეს წერილი ბუშტზე მიმება და ცისკენ გაფრენის უფლება მიმეცა. ამ სიტყვებზე ტირილი დავიწყე, შემდეგ შენ გულში ჩამიკარი. ამის შემდეგ ძალიან ცუდად გახდი.

უკანასკნელ ღამეს შენ წყალი ითხოვე. ტიროდი და თავი ბალიშში გქონდა ჩარგული. მოგვიანებით, საავადმყოფოში, გსურდა საუბარი, მაგრამ სიტყვები არ ამოდიოდა. მე ვიცი რისი თქმაც გინდოდა. „მესმის შენი" მე ჩავიჩურჩულე. საბოლოოდ კი ვთქვი: „მე ყოველთვის მეყვარები და არასდროს დაგივიწყებ. არ შეგეშინდეს. შენ მალე სამოთხეში, ღმერთთან წახვალ". შემდეგ ცრემლები წამოვიდნენ და მე ვხედავდი ბიჭუნას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მამაცი იყო. ჩვენ ვტიროდით მანამდე, სანამ არ მივხვდით, რომ ცრემლები აღარ დაგვრჩა. პატრიკი საბოლოოდ წავიდა და ჩვენ უკან ჩამოგვიტოვა.

მას შემდეგ შენ ძალას მმატებ. მაჩვენე თუ როგორ უნდა მიყვარდეს ცხოვრება და როგორ უნდა ვიცხოვრო სრულყოფად . შენი გულახდილობით სიყვარულით სავსე მსოფლიო დამანახე. მთავარი რაც შემაგნებინე, არის ის რომ აუცილებელია გიყვარდეს ყოველგვარი ანგარებისა და მიზეზის გარეშე.

მადლობა ჩემს პატარა ძმას ამ ყველაფრისთვის !! "
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 640 | დაამატა: -ტრიქსი | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 9
9 - ana ( 2012-06-29 )

vaimeee cry cry

პასუხი:
8 - -ტრიქსი ( 2012-06-15 )

madloba

პასუხი:
7 -  ( 2012-06-15 )

aauu Viitiire :XX Maggarriiaa Mariiaamm < 33

პასუხი:
6 - -ტრიქსი ( 2012-06-15 )

:x

პასუხი:
5 - Mariaa♥)) ( 2012-06-15 )

vaaimeeee... ;(( ( cudaddd vaarrr .. ;((

პასუხი:
4 - qetrin_girl ( 2012-06-14 )

vaimee cry cry cry cry seriozulad vtirii cry cry cry cry

პასუხი:
3 - Takk3 ( 2012-06-14 )

vaimeee ra kargii sityvebiaaa.magramm istoriaa cudiiaa..dzaan davidzabeee... cry cry cry cry

პასუხი:
2 - -ტრიქსი ( 2012-06-14 )

cry cry Ravi ar shemedzlo ro ar dameddoo :x cry cry

პასუხი:
1 - Twilighter ( 2012-06-14 )

auuuuuuuuuu gogo shen me momklavs exla vzivar dsa rac dzali da gine maq vicremlebi reebs deb cry cry cry cry cry kide dade ra

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

საათი: 5:45 PM 
თქვენი IP: 18.116.85.111
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz