მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივლისი » 9 » ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგვაფიქრებს.
2:52 PM
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგვაფიქრებს.
შესაძლოა ამ ისტორიების მცირე ნაწილი თქვენ უკვე იცოდეთ მაგრამ მაინც მოდი გადავხედით მოკლე ცხოვრებისეულ საქციელებსა და ამბებს, რომელმაც შესაძლოა რაღაცაზე დაგაფიქროთ...

▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬

1. დღეს, მე მომიწევს ოჯახურ სადილზე დასწრება, მაგრამ ვარ სრულიად განადგურებული. ცოტა ხნის წინ, მიმატოვა საყვარელმა ადამიანმა. მე დავჯექი მშობლების მანქანის უკანა სავარძელში ჩემს პატარა ძმასთან ერთად, რომელთანაც მუმივად ვჩხუბობ. მან დაინახა ცრემლები ჩემს თვალებზე, აიღო ჩემი ხელი და არ გამიშვა მანამ, სანამ არ მივედით რესტორანში.

2.დღეს მე მოვიგე სასამართლო პროცესი, რომელიც გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. 14 თვის უკან შევიტყვე, რომ ჩემი მეზობელი რეგულარულად სცემდა თავის ძაღლს. მე მოვიპარე ის და სწორედ ამიტომ დამიჭირეს. სასამართლო პროცესებს უამრავი ფული, ენერგია და ნერვები შევალიე, მაგრამ დღეს რომ ვგრძნობს ჩემი ერთგული მეგობრის სითბოსა და მადლიერებას, ვგრძნობ და ვხვდები რომ ეს ყველაფერი უშედეგოდ არ გამიკეთებია.

3.დღეს გავიდა 2 დღე ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან, მე მომივიდა ყვავილების თაიგული, რომელიც მან შეუკვეთა ჯერ კიდევ გასულ კვირას. თაიგულში იყო დანართის სახით ჩადებული პატარა ბარათი: "მაშინაც კი თუ კიბო გაიმარჯვებს, მე მინდა რომ იცოდე - შენ ხარ ჩემი ოცნების გოგო"


4. რაც თავი მახსოვს, მამა დგება დილის 5 საათზე, რათა დედას გაუკეთოს საუზმე. ის მუშაობს სახლში ამიტომ არაა ვალდებული ადგეს ასე ადრე, მაგრამ მამა ამბობს, რომ ეს არის მისი საყვარელი დრო, რადგან ის ხედავს დედას ღიმილს.
5.დღეს როცა სამსახურში მივდიოდი ყურსასმენები მეკეთა, მოულოდნელად კი ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე, მე მოვიხედე და დავინახე გოგონა, რომელიც საოცრად მგავდა. ჩვენ ვისაუბრეთ და აღმოჩნდა რომ ის ისევე იყო ნაშვილები როგორც, მე. გოგონა აღმოჩნდა ჩემი და-ტყუპისცალი. ჩვენ აგვიყვანეს ბავშვთა სახლიდან ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ვიყავით ძალიან პატარები. ძალიან მაგარი შეგრძნებაა - მოულოდნელად იპოვო შენთვის ყველაზე საყვარელი და ახლო ადამიანი.

6. დღეს მე შევცდი ნომერზე და უნებლიედ გავაგზავნე შეტყობინება "მე შენ მიყვარხარ" მამაჩემთან, რომელიც ჩემი მეუღლისათვის იყო განკუთვნილი. რამოდენიმე წუთში მამაჩემისგან საპასუხოდ მივიღე გზავნილი "მეც ძალიან მიყვარხარ"-მამა. ჩემთვის ეს იყო საოცრად ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი გრძნობა. ჩვენ ძალიან იშვიათად ვეუბნებით ერთმანეთს მსგავს სიტყვებს.


7. მე აღარ ვარ დამოკიდებული ნარკოტიკზე. მგონი უკვე გამოვჯანრმთელდი უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში - ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც მე გავძელი მის გარეშე. გუშინ ღამით დამესიზმრა, თითქოს მთავაზობდნენ ახალ ნარკოტიკს, მაგრამ მე ვთქვი უარი. როცა გავიღვიძე, ვიგრძენი რომ სულიერად ვიყავი საოცრად მსუბუქი, მშვიდი და გაწონასწორებული.
თავს ვგრძნობ უბედნიერეს ადამიანად, რათა გამოვემშვიდობე ჩემს ძველ ცხოვრებას სიზმარშიც კი.

8. რამოდენიმე დღის უკან მე და ბაბუა ვათვალიერებდით ფოტოებს და წავაწყდით ძველ სურათს, სადაც ის და ბებია, რომელიც რამოდენიმე წლის უკან გარდაიცვალა ცეკვავდნენ წვეულებაზე. ის ჩამეხუტა და მითხრა: "დაიმახსოვრე, თუ რაღაც არ გრძელდება სამუდაომოდ, ეს იმას არ ნიშნავს, ის არ ღირს შენს დროდ.
9. დღეს ჩემს ოთახში შემოვიდა ჩემი პატარა ძმა. მე დაუყვირე მას და ვუთხარი დაეტოვებინა ოთახი, ისე რომ ზედაც არ შევხედე. როცა მოვბრუნდი მისკენ დავინახე რომ ხელში ეჭირა ალუბალი, რომელიც მან გარეცხა და გაასუფთავა ჩემთვის.


10. დღეს ჩემი გოგონა მოვიდა სკოლიდან სახლში და მთხოვა მეპოვა საიტი, სადაც შეეძლო შეესწავლა ჟესტების ენა. როცა მე ვკითხე რითვის სჭირდებოდა ეს, მან მიპასუხა რომ მის სკოლაში გადმოვიდა ახალი გოგონა, რომელიც იყო ყრუ-მუნჯი და იცოდა მხოლოდ ჟესტების ენა, ამიტომ ვერავისთან ვერ საუბრობდა
11. დღეს მთელი ჩვენი ოჯახი შევიკრიბეთ ჩემი ქალიშვილის 30 წლისთავის აღსანიშნავად. ჩვენ სიცილით გავიხსენეთ ძველი დრო და ჩემმა ცოლმა გამახსენა ის პერიოდი, როდესაც ქალიშვილი ბვშვობაში მის გმირს მეძახდა. ის შემობრუნდა ჩემსკენ და მითხრა ' მამა, შენ დღემდეც ჩემი მთავარი გმირი ხარ"
12. დღეს მე სკოლაში დავკარგე საფულე და არანაირად არ ველოდი, რომ მას ხულიგანი და პანკი უფროსკლასელი მომიტანდა უვნებელსა და მთელს.
13. ჩვენ სკოლაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვაში არის ყველაზე პოპულარული გოგონა. ის არის საოცრად ლამაზი და ჭკვიანი, სწორედ ამიტომ ბიჭები მზად არიან გააკეთონ ნებისმიერი რამ, რათა შეძლონ მისი ყურადღების მიპყრობა. მაგრამ ის ატარებს მთელ თავის დროს მხოლოდ ერთ ბიჭთან - თავის ძმასთან, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული.


14. დღეს დიდ სუპერმარკეტში დავინახე პატარა გოგონა, რომელსაც უხეში კაცი, ბინძური ხელებით ექაჩებოდა, რათა წაჰყოლდა მას. მე მივუახლოვდი მათ დ ვკითხე გოგონას იცნობდა თუ არა ის ამ მამაკაცს. გოგონამ შეშინებული ხმით თქვა რომ "არა" და დაიწყო ტირილი. დავიწყე ყვრილი მთელს მაღაზიაში რომ მამაკაცი იყო გამტაცებელი. ბოროტმოქმედი დაიჭირა დაცვამ, ხოლო გოგონას მშობლები იპოვეს სპიკერის საშუალებით. აღმოჩნდა რომ ისინი იყვნენ სხვა განყოფილებაში. საშიშია იმის გაფიქრებაც კი, თუ რა შეიძლბა მომხდარიყო, რომ არავის აეტეხა განგაში.

15, დღეს მე გამოვედი მეტროდან და შევნიშნე რომ ჩემს უკან მოდიოდა ახლაგაზრდების საეჭვო კამპანია. როდესაც ისინი დამეწივნენ, მე უკვე მზად ვიყავი ჩემს საფულესთან გამოსამშვიდობებლად, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ის დამივარდა მეტროში და ისინი გამომეკიდნენ რათა მოეცათ საფულე ჩემთვის.
16, დღეს ჩემი თანაკლასელი, რომელიც ძალიან მომწონს მიატოვა თავისმა შეყვარებულმა. მან ეს ყველაფერი გააკეთა საჯაროდ, ყველას თვალწინ . თითქოს სპეციალურად სურდა მისი დამცირება. მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა ინანა თავისი საქციელი რადგან გოგონამ უპასუხა: მადლობა, რომ მომეცი შენზე უკეთესთან ურთიერთობის საშუალება"


17. დღეს სკოლაში, მივიღე წერილი ბიჭისგან, რომელსაც ყველა თვლის ადგილობრივ იდიოტად. ის არის მარტოსული, უცნაურად იმოსება და იღებავს თმას ცისარტყელას ფერებში. წერილში ეწერა: მე მიყვარს შენი ღიმილი, მაგრამ შევნიშნე რომ იშვიათად იღიმები, ასევე მე შევნიშნე ნაიარევი შენს ხელებზე. თუ გსურს საუბარი, მოდი შევხდეთ დღეს საღამოთი. ჩვენ შევხდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ ხანგრძლივად, როდესაც დავბრუნდი სახლში ვიგრძენი რომ არ მინდოდა ზიანის მიყენება საკუთარი თავისთვის, არ მინდოდა ტირილი და არ მქონდა დეპრესია.

18. დღეს აეროპორტში მე ვიჯექი ქალის გვერდით, რომელიც აცილებდა თავის ქალიშვილებს. ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეალერსებოდნენ ერთმანეთს და მუდმივად იმეორებდნენ, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მოულოდნელად, ერთ-ერთმა გოგონამ შემნშინა, რომ თვალს ვადევნებდი მათ და მითხრა " ცოტა ხნის წინ მამაჩემი ჩაჯდა თვითმფრინავში და აღარ დაბრუნებულა. თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხოლო ის გარდაიცვალა. ახლა ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივად უთხრა საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვები.


19. მე ვარ მუსიკოსი, მაგრამ ჩემი ჯგუფი არც ისე პოპულარულია. ხანდახან ჩემს თავს ვუსვამ კითხვას - საერთოდ რატომ ვაკეთებ ამას და სწორედ დღეს მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. კონცერტის შემდეგ მე მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა: უღრმესი მადლობა თქვენ. ვერც კი წარმოიდგენთ თქვენი მუსიკა როგორ მეხმარება. მე არ ვარ ისეთივე როგორც ყველა და ხშირად მჩაგრავენ ჩემი თანატოლები. მაგრამ შემდეგ მოვდივარ სახლში ვრთავ თქვენს მუსიკას და ვნთავისუფლდები ყველა ტკივილისა და პრობლემისგან.
20. ჩემს სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელსაც ალბათ დიდ ხანს არ დამავიწყებს სახის ნაიარევი. აი უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დავბრუნდი სკოლაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და ამ ორი თვის განმავლობაში, ყოველთვის ვიღაც ჩემს სასკოლო კარადაზე ამაგრებდა ვარდს. ერთხელ დავაპირე მოვსულიყავი ადრე, რათა გამეგო თუ ვინ აკეთებდა ამას, მაგრამ ვარდი ყოველთვის მის ადგილზე მხვდებოდა.

21. დღეს საავადმყოფოში მოიყვანეს პატარა გოგონა, რომელიც მოხდა ავარიაში. მას ესაჭიროებოდა სისხლის იშვიათი ჯგუფი. საავადმყოფოში მოვიდნენ მისი მშობლები და გოგონას ტყუპი-ძმა, რომელსაც ჰქონდა იმავე სისხლის ჯგუფი. მე ავუხსსენი მას რომ დას ესაჭიროებოდა თავისი სისხლი და რომ საუბარი იყო ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე. ის დაფიქრდა რამოდენიმე წუთით, შემდეგ დაემშვიდა თავის მშობლებს და გამომყვა. როდესაც სისხლის აღება დავასრულე, ვუთხარი რომ თავისუფალი იყო და შეეძლო დაესვენა. მან კი გაკვირვებით და მოულოდნელად მკითხა: როგორ? არ მოვკვდები? იმ მომენტში როდესაც ის დამთანხმდა სისხლის აღებაზე, იგი დარწმუნებული იყო რომ მოკვდებოდა მაგრამ დას შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს.


22. დღეს მე და ჩემი შეყვარებული ვისხედით კაფეში. შევამჩნიე რომ ყოველ ჯერზე როდესაც ახლო- მახლო ვინმე ჩაივლიდა ის იხრებოდა ჩემკენ და მკოცნიდა ლოყაზე. ვკითხე თუ რატომ აკეთებდა ამას და მიპასუხა, რომ სურს ყველამ იცოდეს ჩვენი ერთად ყოფნა. ჩვენ ორთავემ დავკარგეთ საყვარელი ადამიანები, დაახლოებით 10 წლის უკან. ისინი დაავადმყოფებულები იყვნენ კიბოთი. მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ერთმანეთის შეყვარება. ამით იმის თქმა მინდა რომ, ყველას აქვს მეორე შანსი.

23. ჩემი და, რომელიც განიცდის დაუნის სინდრომს ჩაეწერა სკოლის ნიჭიერთა კონკურსში. დღითი დღე იგი სულ უფრო გულმოდგინედ სწავლობდა სიმღერის ტექსტს, რომლის შესრულებასაც აპირებდა. მე ვშიშობდი, რომ მოსწავლეები დასცინებდნენ მას, რადგან ბავშვები ხშირად არიან დაუნდობლები და სასტიკები. მაგრამ როდესაც იგი გამოვიდა სცენაზე. დარბაზში ჩამოვარდა სიჩუმე, ხოლო სიმღერის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები დიდი ხნის განმავლობაში არ ცხრებოდა.
24. გავიდა 2 წელი მას შემდეგ, რაც მითხრეს რომ ვეღარ შევძლებდი სიარულს, მაგრამ დღეს მე ავდექი ინვალიდის ეტლიდან და გადავდგი 2 ნაბიჯი ჩემი ცოლის დახმარებით.


25. დღეს ჩვენი კაფის ერთ-ერთმა ყველაზე ხშირმა სტუმარმა - ხნიერმა მამაკაცმა, რომელიც 5 წელია რაც ჩვენს კაფეში საუზმობს, დამიტოვა 500 დოლარი და წერილი: "მადლობა თქვენ შერილ. თქვენი თბილი ღიმილი და კეთილგანწყობილი მომსახურება უკვე მრავალი წელია მიმაღლებს განწყობას. მე გადავდივარ საცხოვრებლად სხვა რაიონში, ჩემს შვილთან, ამიტომ ვეღარ შევძლებ თქვენთან მოსვლას, იმედს ვიტოვებ რომ თქვენი ცხოვრება იქნება ჯადოსნური."

26. მე ვმუშაობ ბუღალტერად რესტორნების ქსელში. ჩემს გარდა ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია ასობით ადამიანი. კრიზისი მნიშვნელოვნად შეეხო მომხმნარებელთა რაოდენობას, რომელიც ასევე შემოსავალზე აისახება. მაგრამ არცეთი ჩვენი თანამშრომელი არ იქნა სამსახურიდან განთავისუფლებული. არცეთმა მათგანმა არ იცის, რომ რესტორნების ქსელის მეპატრონე უკვე 6 თვეა რაც არ იღებს ხელფას.
27. დღეს, როდესაც მე ვიჯექი პარკში, დავინახე ასაკოვანი წყვილი. მათ გააჩერეს ავტომობილი ძველი მუხის ქვეშ, ჩართეს ჯაზი და დაიწყეს ნელი მოძრაობებით ცეკვა. მათ ეჭირათ ერთმანეთის ხელები და თვალს არ აცილებდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით ისინი დასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ.


28. დღეს დილით დავინახე უსახლკარო მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა მუყაოს ქაღალდი, რომელზეც "გაიმეტეთ ფულის" ნაცვლად ეწერა "მაჩუქეთ თქვენი ღიმილი"
29 დღეს ვესაუბრე ჩემს 13 წლის ძმას ჩვენი მშობლების განქორწინების თაობაზე და ვკითხე ხომ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ. მან კი მიპასუხა: "ვფიქრობ, მათ უფრო უყვართ ერთმანეთი, როცა დაშორდნენ ერთმანეთს.
30. დღეს როკ კონცეტზე დავინახე ხნიერი ქალბატონი, რომელიც 80 წლის გახლდათ. ის ისე ცეკვავდადა და ხტუნავდა თითქოს 18 წლის ყოფილიყო.
31. დღეს ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, მხარზე მიმკრა ხელი და მითხრა: "წარმოიდგინე რომ არა შენ, სულ სხვანაირი იქნებოდა სამყარო."

32. დღეს ჩემმა 85 წლის მეზობელმა გაიგონა თუ როგორ ვწუწუნებდი სახლთან მოსასვლელ გზაზე. ის დაფიქრდა და მითხრა : ეს არის ცუდი გზა? ჩემს ახალგაზრდობაში აქ ნიადაგი იყო.
33. დღეს, ფოტო-დოუკუმენტების რიგში, მე შვხვდი 30 წლის ქალბატოს. მას ესაჭირეობოდა პასპორტი ქვეყნიდას წასასვლელად, რადგან 91-ე დაბადების დღის შეხვედრას იგი აფრიკულ საფარში აპირებდა.
34. დღეს მე მივიღე წერილი ჩემი მეუღლისგან. ის მსახურობს სხვა ქვეყანაში. წერილში ეწერა: 'მე მენატრები არა შენ, არამედ ჩვენი ერთად ყოფნა" ადრე არასდროს გამიგია ასეტი ფორმულირება, მაგრამ კარგად მესმის მისი გრძნობა.


35. მე 22 წლის ვარ და ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ არასდროს მეყოლება შვილი. ადრე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მინდოდა ვყოფილიყავი დედა, მაგრამ ახლა ვტირი ყოველთვის, როცა ვხედავ საბავშვო ნივთებს მაღაზიაში, რადგან მე არ მაქვს არჩევანი.
36. დღეს, როცა ჩემს შვილს ვაცილებდი სკოლაში, შემხვდა ჩემი ყოფილი კლასელი, რომელსაც ბავშვობაში მუდვიმავად დავცინოდი და მასხრად ვიგდებდი. როცა დამინახა, თვალებგაბრწყინებული გამოექანა ჩემკენ, ჩამეხუტა და მითხრა რომ დიდებულად გამოვიყურებოდი.

37. დღეს გაზე შევესწარი სასაცილო სიტუაციას. მძღოლმა ისროლა ნაგავი მანქანის ფანჯრიდან, ხოლო მის უკან მომავალმა მოტოციკლისტმა აიღო იგი, დაეოლოდა მანქანას როდის გაჩერდებოდა საგზაო ნიშანზე და მიაწოდა ნაგავი.
38. ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ჩემი ბიძაშვილი. ის მსახურობდა ჯარში, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა თავისი ქვეყნის დასაცავად, ხოლო რამოდენიმე კვირის წინს მისი სიცოცხლე იმსხვერპლა მთვრალმა მძღოლმა.

დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ და ნუ დაგეზარებათ ! 
წყარო Angel.Ge 
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 654 | დაამატა: KittySwift♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - KittySwift♥ ( 2012-07-09 )

მადლობ მეგ <3 კაი <_<

პასუხი:
3 - MeGi_BeLieBeR♥ ( 2012-07-09 )

vaime ai umagresi iyo, Tu kide naxav dade gtxov<3

პასუხი:
2 - KittySwift♥ ( 2012-07-09 )

მადლობ <3 ხო ეგ მეც მომეწონა <_<

პასუხი:
1 - LovaTik♥ ( 2012-07-09 )

dzaan momewona yochaaag
es mainc gansakutrebit

21. დღეს საავადმყოფოში მოიყვანეს პატარა გოგონა, რომელიც მოხდა ავარიაში. მას ესაჭიროებოდა სისხლის იშვიათი ჯგუფი. საავადმყოფოში მოვიდნენ მისი მშობლები და გოგონას ტყუპი-ძმა, რომელსაც ჰქონდა იმავე სისხლის ჯგუფი. მე ავუხსსენი მას რომ დას ესაჭიროებოდა თავისი სისხლი და რომ საუბარი იყო ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე. ის დაფიქრდა რამოდენიმე წუთით, შემდეგ დაემშვიდა თავის მშობლებს და გამომყვა. როდესაც სისხლის აღება დავასრულე, ვუთხარი რომ თავისუფალი იყო და შეეძლო დაესვენა. მან კი გაკვირვებით და მოულოდნელად მკითხა: როგორ? არ მოვკვდები? იმ მომენტში როდესაც ის დამთანხმდა სისხლის აღებაზე, იგი დარწმუნებული იყო რომ მოკვდებოდა მაგრამ დას შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს.

:'(

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:32 PM 
თქვენი IP: 3.144.98.43
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz