მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
მენიუ ♥

ჩატი ♥
500

გამოკითხვა ♥
როგორია ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 30

ენები/Languages ♥
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

გამოკითხვა 3 ♥
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ? ♥
სულ პასუხი: 66

მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » ვამპირის დღიურები
3:30 PM
ვამპირის დღიურები
თავი 2  
 
ავტოსადგომზე შესვლისთანავე ელენას ხალხი გარს შემოეხვია. ყველა იქ იყო, მთელი 
ბრბო, რომელიც მას ივნისის ბოლო რიცხვების მერე არ ენახა, ამას დამატებული ოთხი-ხუთი ლუსერი, რომლებიც ხალხში გარევით ცდილობდნენ პოპულარობის მოპოვებას. 
ელენას ერთმანეთის მიყოლებით ეხვეოდნენ  მისალმების ნიშნად თავისი ჯგუფელები. 
  კაროლინას სიმაღლეში სულ ცოტა ერთი დიუმი მოემატებინა, უფრო გამხდარიყო და 
ახლა ისე გავდა ჟურნალ ვოგის მოდელს როგორც არასდროს.

Tumblr_m288f4holt1r4fk9lo1_500_large 

ის ცივად მიესალმა ელენას, 
შემდეგ უკან დაიხია და კატასავით დაწვრილებულ მწვანე თვალებით მიაჩერდა. 
  ბონი საერთოდ არ იყო გაზრდილი, მისი კულულებიანი წითელი თმა ძლივს სწვდებოდა 
ელენას ნიკაპს, როცა გოგონამ ხელები შემოხვია მას.

Tumblr_m522ubh7tv1r53h9no1_500_large 

მოიცა, კულულები? გაიფიქრა 
ელენამ. 
"ბონი! თმას რა უქენი?” 
"მოგწონს? მგონი ასე უფრო მაღალი ვჩანვარ.” ბონიმ ისედაც ფუმფულა "ჩოლკა” 
აიფუმფულა და გაიღიმა, თაფლისფერი თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა, გულის 
ფორმის სახე ბედნიერებისგან ქონდა გაბრწყინებული. 
  ელენამ გზა განაგრძო.


Tumblr_m11kak24uz1rp3h2ko1_500_large 

 "მერედიტ, საერთოდ არ შეცვლილხარ.” 
  ეს ჩახუტება ორივე მხრიდან გულწრფელი იყო. ყველაზე მეტად მერედიტი მომენატრა, 
ფიქრობდა ელენა, როცა მაღალ გოგოს უყურებდა. მერედიტი მაკიაჟს არასდროს არ 
ატარებდა; თუმცა მშვენიერი ზეთისხილისფერი კანისა და გრძელი წამწამების პატრონს, 
არც სჭირდებოდა არანაირი მაკიაჟი. ახლა მასე ცალი ელეგანტურად გაკეთებული წარბი 
აეძგიბა და ელენას დაკვირვებული მზერით ათვალიერებდა. 
"თმა ორჯერ უფრო გაგხუნებია მზეზე... მაგრამ სადაა შენი რუჯი? მემეგონა ფრანგულ 
რივიერაზე გაირუჯებოდი.” 
"ხომ იცი, არასდროს ვირუჯები.” ელენამ ხელები აღმართა, ახლა მისი ჯერი იყო. 
მერედიტს ფაიფურივით უზადო კანი ჰქონდა, თუმცა ბონისავით ცოტა გამჭვირვალე. 
"მოიცა; რაღაც გამახსენდა,” წამოიძახა უცებ ბონიმ და ელენას ხელი სტაცა ხელზე. 
"გამოიცანი, რა ვისწავლე ამ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილისგან?” სანამ ვინმე რამის თქმას 
მოასწრებდა, თვითონვე დაამატა გამარჯვებული ხმით:” ხელისგულზე მკითხაობა!” 
  ზოგმა ამოიოხრა, ზოგს გაეცინა. 
"იცინეთ რამდენიც გინდათ,” თქვა ბონიმ, სულაც არ აწუხებდა რომ დასცინეს. "ჩემმა 
ბიძაშვილმა მითხრა, რომ მკითხავი ვარ. აბა, მაჩვენე...” მან ელენას ხელისგულს დახედა. 
"ცოტა მალე, თორემ დაგვაგვიანდება,” ცოტა მოუთმენლად უთხრა ელენამ. 
"კარგი, კარგი. ეს შენი სიცოცხლის ხაზია... თუ გულის ხაზი?” ვიღაც ხმამაღლა აჭიხვინდა. 
"წყნარად; სივრცეში შევდივარ. ვხედავ... ვხედავ...” უცებ სახე არაფრისმეტყველი გაუხდა, 
თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა, მაგრამ აშკარა იყო, 
რომ ის ელენას ხელს აღარ უყურებდა. ის თითქოს მის მიღმა იყურებოდა და რაღაც 
ძალიან საშიშს ხედავდა. 
"მაღალ, შავგვრემან უცნობს შეხვდები,” ჩაიბურტყუნა მერედიტმა მის ზურგსუკან. 
გარშემო ხითხითი ატეხეს. 
"შავგვრემანს და უცნობს კი... მაგრამ არა მაღალს,” ბონის შორეული და ყრუ ხმის 
გაგონებაზე ყველა გაჩუმდა. 
"თუმცა,” დაბნეული გამომეტყველებით განაგრძო მან ორიოდ წამის შემდეგ, ”ის იყო 
მაღალი, ოდესღაც.” საგონებელში ჩაგდებულმა მიანათა თაფლისფერი თვალები ელენას 
თვალებს. "მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია... არა?” მან ელენას ხელი გაუშვა, უცნაური 
გაცხარებით. "მეტის დანახვა აღარ მინდა.” 
"კარგი, სანახაობა დამთავრდა. წავიდეთ,” რატომღაც გაღიზიანებული ხმით უთხრა 
ელენამ დანარჩენებს. მან იცოდა, რომ სამკითხაო ხრიკები არაფერი იყო მართლაცდა 
მხოლოდ ხრიკების გარდა. მაშინ რატომ გაღიზიანდა ასე ძალიან? იმიტომ, რომ 
დილიდანვე რაღაც ახირებულად იქცეოდა... 
  გოგონები სკოლის შენობისკენ დაიძრნენ, მაგრამ სწრაფად დაქოქილი მანქანის ძრავის 
ღმუილმა ადგილზე გააშეშა ისინი. 
"ოჰო,”თქვა კაროლინმა, ისიც მანქანას მიშტერებოდა. "მაგარი მანქანაა.” 
"მაგარი პორშეა,” უხალისოდ შეუსწორა მერედიტმა. 
  პრიალა შავი 911 ტურბო ისე ღმუოდა ავტოსადგომზე თავისუფალი ადგილის ძებნისას, 
როგორც პანტერა ნადავლის დევნისას. 
  მანქანა გაჩერდა და ყველა მანქანიდან გადმოსულ მძღოლს მიაჩერდა. 
"ღმერთო ჩემო!” დაიჩურჩულა კაროლინმა. 
"მეორედაც თქვი რა,” ამოისუნთქა ბონიმ. 
  იქიდან სადაც ელენა იდგა, მხოლოდ გამხდარი, დაკუნთული სხეული ჩანდა. 
გახუნებული ჯინსები, ვიწრო მაისური, უჩვეულო ფორმის ტყავის პიჯაკი და მუქი ფერის 
ტალღოვანი თმა. 
  თუმცა უცნობი მაღალი არ ყოფილა. საშუალო სიმაღლის იყო. 
  ელენამ ამოისუნთქა. 
"ვინაა ეს შენიღბული კაცი?” იკითხა მერედიტმა. და ეს შენიშვნა შესაფერისი იყო- მუქი 
ფერის სათვალეები სრულიად ფარავდა ბიჭის თვალებს და სახეს ნიღაბივით ედებოდა. 
"ეს შენიღბული უცნობია,” თქვა ვიღაცამ და ყველა ერთად აყაყანდა. 
"პიჯაკს ხედავთ? იტალიურია, რომში დამზადებული.” 
"შენ რა იცი? რომში არ ყოფილხარ, ნიუ იორკშიც კი არ ხარ ნამყოფი მთელი შენი 
ცხოვრება!” 
"ო_ო, ელენას ისევ ის მზერა აქვს. მონადირის მზერა.” 
"დაბალი, შავგვრემანი და სიმპათიური, ურჩევნია ფრთხილად იყოს.” 
"სულაც არაა დაბალი; დასაწუნი არაფერი აქვს.” 
  ამ ყაყანში კაროლინის ხმა გაკრვევით გაისმა. "ო, კარგი რა, ელენა. მეტი ხომ უკვე გყავს. 
რაღა გინდა? რა უნდა გააკეთო ორთან ისეთი, რასაც ერთთან ვერ ახერხებ?” 
"იგივე, ოღონდ უფრო ხანგრძლივად,” გარკვევით წარმოთქვა მერედიტმა, ყველამ სიცილი 
ატეხა. 
  უცნობმა მანქანა დაკეტა და სკოლისკენ წავიდა. ელენამაც სწორედ ამ დროს განაგრძო 
სკოლისკენ გზა, დანარჩენი გოგონებიც მას მიყვნენ შეჯგუფებულნი. წამიერად 
გაღიზიანებამ იფეთქა ელენაში. ვერსად ვერ უნდა წასულიყო უკან დადევნებული ბრბოს 
გარეშე? მაგრამ შემდეგ მერედიტის მზერა დაიჭირა და გაეღიმა თავისდა გასაკვირად. 
"დიდგვაროვანთა ვალდებულება,” უთხრა მერედიტმა რბილად.  
"რა?” 
"თუ აპირებ, რომ სკოლის დედოფალი იყო, მაშინ ეს ტიტული ყველანაირ შემთხვევაში 
უნდა შეინარჩუნო.” 
  ელენას წარბები მოექუფრა ამაზე. ამ დროს შენობაშიც შევიდნენ. მათ წინ გრძელი 
კორიდორი გაჭიმულიყო, მის ბოლოს კი ოფისის კარს მიღმა მიიმალა ჯინსებსა და ტყავის 
პიჯაკში გამოწყობილი ფიგურა. ელენამ ნაბიჯი შეანელა ოფისის გვერდით ჩავლისას და 
ბოლოს კარის გვერძე დაკიდებულ განცხადებების დაფასთან გაჩერდა, თითქოს 
დაკვირვებით ათვალიერებდა მათ. მის გვერდით დიდი ფანჯარა იყო, საიდანაც მთელი 
ოფისი მშვენივრად ჩანდა. 
  დანარჩენი გოგოები მოურიდებლად იყურებოდნენ ფანჯარაში და ხითხითებდნენ. 
"მაგარი უკანა ხედია.” "უეჭველად არმანის პიჯაკი აცვია.” "შენი აზრით უცხოელია?” 
  ელენა სმენას ძაბავდა, იმედი ჰქონდა ბიჭის სახელს მოკრავდა ყურს. როგორც ჩანდა 
შიგნით რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი: მისის კლარკი, ადმინისტრაციული 
მდივანი, სიაში იხედებოდა და თავს უარის ნიშნად აქნევდა. ბიჭმა რაღაც თქვა და მისის 
კლარკმა "რა გიყო”-ს გამომხატველი მზერით შეხედა. მან კიდევ ერთხელ ჩააყოლა თითი 
სიას და საბოლოოდ გააქნია თავი. ბიჭი ის იყო უნდა მობრუნებულიყო, რომ ისევ მისის 
კლარკს მიუბრუნდა და როცა ქალმა თვალებში შეხედა მას, უცებ გამომეტყველება 
შეეცვალა. 
  ბიჭს სათვალე მოეხსნა და ხელში ეკავა. მისის კლარკი შეცბუნებული ჩანდა; ელენამ 
დაინახა როგორ დაახამხამა მან თვალები რამდენჯერმე, პირს ისე აღებდა და ხურავდა 
თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა. 
  ელენას ძალიან მოუნდა ბიჭის სახის დანახვა. მისის კლარკმა გაკვირვებული 
გამომეტყველებით დაიწყო ქაღალდის გროვებში ქექვა. ბოლოს როგორც იქნა იპოვნა 
რომელიღაც ანკეტა, რაღაც ჩაწერა შიგნით, მოტრიალდა და ბიჭს გაუწოდა. 
  ბიჭმა უცებ დაწერა რაღაც- ალბათ ხელი მოაწერა- და ისევ მას გაუწოდა. მისი კლარკმა 
წამით შეავლო თვალი ხელმოწერას და ახლა სხვა ქაღალდის გროვაში დაიწყო ქექვა, 
ბოლოს როგორც იქნა, გაკვეთილების ცხრილისმაგვარი ფურცელი გაუწოდა. მისის 
კლარკს თვალი არ მოუცილებია სანამ ბიჭი ფურცელს გამოართმევდა, თავს დაუკრავდა 
მადლიერების ნიშნად და კარისკენ მობრუნდებოდა. 
  ელენას უკვე ცნობისმოყვარეობა კლავდა. რა მოხდა მის თვალწინ ახლახანს? ან როგორი 
სახე ექნებოდა უცნობს? მაგრამ ოფისიდან გამოსვლისას უკვე სათვალეს ირგებდა 
თვალებზე. ელენამ იმედგაცრუების ტალღა იგრძნო. 
  თუმცა მან მაინც დაინახა მისი სახის ნაწილი, როცა ბიჭი კართან წამით შეყოვნდა. მისი 
სახის სრულყოფილი ნაკვთები თითქოს ძველი რომაული მონეტებიდან ან 
მედალიონებიდან გადმოეტანათ. მაღალი ღაწვები, კლასიკური სწორი ცხვირი... და 
ტუჩები რომელიც ღამეებს თეთრად გაგათენებინებს, გაიფიქრა ელენამ. ზედა ტუჩი 
ლამაზად ნაქანდაკევი ჰქონდა, მგრძნობიარე და ვნებიანი. დერეფანში უცებ შეწყდა 
გოგონების ყაყანი, თითქოს ვიღაცას მათრახი გაეტკაცუნებინა. 
  გოგოების უმეტესობა თვალს არიდებდა უცნობს, უყურებდნენ ნებისმიერ რამეს, მის 
გარდა. ელენა ადგილიდან არ განძრეულა, ფანჯარასთან ცმუკავდა. რეზინი მოიხსნა და 
სრიალა თმა მხრებზე დაეფინა. 
  უცნობს არავისთვის მიუქცევია ყურადღება ისე გაუყვა დერეფანს. გარკვეული მანძილი 
რომ გაიარა ერთდროულად ამოიოხრა რამდენიმე გოგომ და ჩურჩულიც ატყდა. 
  მაგრამ ელენას არაფერი გაუგონია. 
  მან გვერდით ჩამიარა, გაიფიქრა მან გაკვირვებულმა. გვერდით ჩაუარა, ისე რომ წამითაც 
არ შეავლო თვალი. 
  სადღაც შორიდან ჩაესმა ზარის რეკვის ხმა. მერედიტი მხარზე ექაჩებოდა. 
"რა?” 
"გითხარი, რომ შენი ცხრილი მე მაქვს. ტრიგონომეტრია გვაქვს მეორე სართულზე. დროზე 
წამოდი!” 
 ელენას ხელი არ შეუშლია მერედიტისთვის, რომელმაც მას დერეფანი გაარბენინა, კიბეზე 
ააქცუნა და საკლასო ოთახში ამოაყოფინა თავი. ის დაუფიქრებლად შეცურდა ცარიელ 
მერხში და მის წინ მდგარ მასწავლებელს მიაპყრო მზერა, თუმცა სინამდვილეში ვერც 
ხედავდა მას. გაოცება ჯერ კიდევ არ განელებოდა. 
  მან გვერდით ჩაუარა. ისე, რომ თვალიც არ შეავლო. მას აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის 
მოიქცა ბიჭი ასე მისი თანდასწრებით. საერთოდ ბიჭები თვალს მაინც შეავლებდნენ 
ხოლმე. ზოგი უსტვენდა კიდეც. ზოგი ლაპარაკს წყვეტდა. ზოგი უბრალოდ 
აშტერდებოდა. 
  ასეთი იყო ელენასთვის ჩვეულებრიობა. 
  ყველაფრის მიუხედავად, რა იყო ბიჭებზე მნიშვნელოვანი? მათი რეაქცია მიანიშნებდა 
მის პოპულარობაზე, მის მომხიბვლელ გარეგნობაზე. აი, ასეთი რაღაცეებისთვის იყვნენ 
ისინი საჭირო. ზოგჯერ ისინი მართლა აღაფრთოვანებდა ელენას, მაგრამ ეს დიდხანს არ 
გრძელდებოდა. ზოგჯერ კი თავიდანვე იდიოტები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. 
  ბიჭების უმეტესობა, გაიფიქრა ელენამ, ლეკვებივით არიან. თავისებურად აღმერთებენ 
მას, მაგრამ მალე ხუნდებიან. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს თუ შეეძლო ყოფილიყო 
ამაზე მეტი, გამხდარიყო ნამდვილი მეგობარი. მეტის მსგავსად. 

295250_355481314494483_1343957780_n_large

  ოჰ, მეტი... გასულ წელს ელენას იმედი ჰქონდა, რომ მეტი იქნებოდა ის ბიჭი ვისაც 
ამდენი ხანი ეძებდა და აგრძნობინებდა... რაღაც უფრო მეტს. მეტი ვიდრე უბრალოდ 
გამარჯვების გრძნობა კიდევ ერთი გულის მონადირების შემდეგ, ვიდრე უბრალოდ 
სიამაყე დაქალებთან ახალი ნადავლით თავის მოწონების დროს. ის მართლაც გრძნობდა 
ძლიერ ლტოლვას მეტის მიმართ. მაგრამ ზაფხულის ბოლოსთვის, როცა კარგად 
დაფიქრდა ყველაფერზე, მიხვდა რომ ეს ისეთივე სიყვარული იყო, როგორითაც 
ბიძაშვილი ან და უყვარდა. 
  მის ჰალპერნი ტრიგონომეტრიის წიგნებს არიგებდა. ელენამაც გამოართვა და ისე წააწერა 
შიგნით თავისი სახელი, ფიქრებიდან არც გამორკვეულა. 
  მას მეტი ყველა იმ ბიჭზე მეტად მოსწონდა ვისაც იცნობდა. სწორედ ამიტომ აპირებდა 
მისთვის ეთქვა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა. 
  წარმოდგენაც არ ჰქონდა წერილით ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. არ იცოდა როგორ უნდა 
ეთქვა მისთვის ეს ახლა. არა იმიტომ, რომ სკანდალის ატეხვის ეშინოდა, იცოდა ის ვერ 
გაუგებდა. თვითონაც ხომ არ ესმოდა ბოლომდე საკუთარი თავის. 
  ეჩვენებოდა, თითქოს ყოველთვის... რაღაცისკენ ილტვოდა. და როგორც კი გაიფიქრებდა, 
რომ მიიღო რაც ასე სურდა, იმედი უცრუვდებოდა. რაც მას სურდა არც მეტში იყო და არც 
სხვა ბიჭებში ვისი გულის მონადირებაც მას შეეძლო. 
  შემდეგ კი ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა. საბედნიეროდ, ყოველთვის 
გამოჩნდებოდა ხოლმე ახალი სათამაშო. აქამდე ვერცერთი ბიჭი ვერ აღუდგა წინ მის 
სილამაზეს, არავის არასდროს გაუბედია მისი უარყოფა. აქამდე. 
  აქამდე. დერეფანში მომხდარი ინცინდენტის გახსენებაზე იგრძნო როგორ მოუჭირა 
თითები კალამს. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ასე უბრალოდ ჩაუარა გვერდით. 
  ზარი დაირეკა და ყველა ერთად მიაწყდა დერფანს, მაგრამ ელენა კართან გაჩერდა. მან 
ტუჩზე იკბინა და დერეფანში მიმავალი სტუდენტების ნაკადს დაუწყო თვალიერება. 
ავტოსადგომზე დანახული რამდენიმე უსაქმური ეცნო. 
"ფრენსიზ, მოდი აქ.” 
ფრენსიზმა გაბრწყინებული სახით, სიხარულით მიირბინა. 
"მისმინე, ფრენსიზ, გახსოვს ის ბიჭი დილას რომ ვნახეთ?” 
"პორშეთი და ნიღბისმაგვარი სათვალით? რა დამავიწყებს?” 
"მისი გაკვეთილების ცხრილი მჭირდება. ან ოფისიდან მომიტანე, ან მისგან გადმომიწერე 
თუ საჭირო გახდება. მაგრამ უნდა მომიტანო, გაიგე?” 
  ფრენსიზი წამით გაკვირვებული სახით უყურებდა, შემდეგ გაცინა და თავი დაუქნია. 
"კარგი, ელენა. შევეცდები. ლანჩზე მოგიტან თუ ჩავიგდე ხელში.” 
"გმადლობ.” ელენამ მიმავალ გოგონას გააყოლა თვალი. 
"იცი, ნამდვილი გიჟი ხარ,” ყურში უთხრა მერედიტმა. 
"რაში მჭირდება სკოლის დედოფლობა, თუ ვერაფერში გამოვიყენე როცა დამჭირდება?” 
მშვიდი გამომეტყველებით მიუბრუნდა ელენა. "ახლა რა გაკვეთილი მაქვს?” 
"ზოგადი ეკონომიკა. აი, შენთვითონ ნახე.” მერედიტმა ცხრილი მისცა. "მე ქიმიაზე უნდა 
გავიქცე. დროებით!” 
ზოგადმა ეკონომიკამ და დილის სხვა გაკვეთილებმა შეუმჩნევლად გაიარა. ელენას იმედი 
ჰქონდა, რომ ახალ მოსწავლეს მოკრავდე სადმე თვალს, მაგრამ ის მის არცერთ 
გაკვეთილზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ მეტი იყო და იგრძნო როგორ ეძგერა მწვავე 
ტკვილი, როცა მან ღიმილით მიანათა თავისი ლურჯი თვალები. 

Tumblr_ly313hikrf1r89388o1_500_large

  ლანჩის ზარის შემდეგ, კაფეტერიაში აქეთ-იქით ყველას უკრავდა თავს მისალმების 
ნიშნად. კაროლინი გარეთ იყო, მაღლა მიმართული ნიკაპით ზურგით მიყრდნობოდა 
კედელს, თეძოები წინ წამოეწია. ბიჭები, რომლებსაც ის ელაპარაკებოდა, ელენას 
მოახლოებისთანავე დადუმდნენ და ერთმანეთს მუჯლუგუნები უთავაზეს. 
  "გამარჯობათ, "სწრაფად უთხრა ბიჭებს და კაროლინს მიუბრუნდა. ”არ შემოხვალ 
საჭმელად?” 
  კაროლინამ ოდნავ დაუბრიალა თვალები ელენას და პრიალა ჟღალი თმები სახიდან 
გადაიწია. "რაო, სამეფო სუფრასთან მეპატიჟები?” 
  ელენამ უკან დაიხია. ის და კაროლინი საბავშვო ბაღიდან მეგობრობდნენ და ყოველთვის 
ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დადებითი გაგებით. მაგრამ ბოლო დროს რაღაც ეტაკა 
კაროლინს. თანდათან ის უფრო და უფრო სერიოზულად იღებდა ამ კონკურენციას. მაგრამ 
ელენა მაინც გააოცა კაროლინის ხმაში გაჟღერებულმა ბოღმამ. 
"მერე რა მოხდა, არც შენ ხარ მდაბიო წარმოშობის,” ხალისიანად უპასუხა ელენამ. 
"ო, მაგაში კი მართალი ხარ,” უთხრა კაროლინმა და მთელი სახით მობრუნდა ელენასკენ. 
კატის მწვანე დანისლული თვალები გამჭოლი მზერით უყურებდნენ მას, ელენა გააოცა 
მათში დანახულმა მტრულმა ნაპერწკალმა. ბიჭებმა მოურიდებლად გაიცინეს და განზე 
გაიწიენ. 
  კაროლინს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. "მას შემდეგ რაც ამ ზაფხულს გაემგზავრე, 
ბევრი რამ შეიცვალა, ელენა,” გააგრძელა მან. "და შეიძლება შენი სამეფო კვარცხლბეკზე 
დგომის დღეები იწურება.” 
ელენამ იგრძნო როგორ გაწითლდა. მთელი ძალით შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. 
"შეიძლება,” თქვა მან. "მაგრამ შენს ადგილზე რომც ვიყო, ფულით მაინც არ შევეცდებოდი 
სამეფო კვერთხის ყიდვას, კაროლინ.” ელენა შებრუნდა და კაფეტერიაში შევიდა. 
  გულზე მოეშვა როცა მერედიტთან და ბონისთან ერთად ფრენსიზიც დაინახა. ელენამ 
იგრძნო როგორ დაუცხრა სიწითლე ლოყებზე, მას შემდეგ რაც საკვები აიღო და მეგობრებს 
შეუერთდა. კაროლინს არ მისცემდა უფლებას, მისთვის ხასიათი გაეფუჭებინა; 
კაროლინზე საერთოდ აღარ იფიქრებდა. 




წყარო : ვამპირს დღიურების ქართული ფან-კლუბი

გარძელება ნახეთ შემდეგ სიახლეში.. ერთდ არ დაეტიაა.ა. 
გაგრძელება ნაეხეთ შემდეგ სიახლეში ...)) 
კატეგორია: Book / მოთხრობები ♥ | ნანახია: 741 | დაამატა: Mariaa♥)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - KittySwift♥ ( 2012-07-17 )

მმ რამაგარია <3

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი ♥
გამარჯობა: Guest




ძებნა ♥

Top Newser

ტოპ 10 ♥

null -ტრიქსი
null75
null228
null8


null Mariaa♥))
null56
null187
null4


null ana
null56
null93
null4


null LovaTik♥
null55
null69
null1


null Twilighter
null54
null137
null0


null KittySwift♥
null52
null248
null4


null Takk3
null50
null111
null2


null TaaK
null46
null72
null0


null qetrin_girl
null30
null53
null1


null MeGi_BeLieBeR♥
null17
null138
null0


გამოკითხვა
სად აპირებ ზაფხულის გატარებას ?
სულ პასუხი: 32

კალენდარი ♥
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

საათი: 5:17 PM 
თქვენი IP: 18.119.28.173
თარიღი: 2024-12-27 

უფლებები დაცულია ადმინისტრატორებისგან. ♥ Create a free website with uCoz