მე ერთი უბრალო გოგონა ვარ სახელად ჯესი. ვცხოვრობ ტეხასში ძმასთან და ორ მეგობართან ერთად: ) დიდი ხანია რაც მშობლები დავკარგე... ჩემს ძმას ჯექსონი ქვია, საუკეთესო მეგობარს დემი და მეორე მეგობარს კი კევინი: )) უკვე შევეჩვიე მათთან ერთად ცხოვორებას და ნერვების მოშლას: ))
- ჯესიიი! სად არის ჩემი ჩანთა!- ჯექსონი:დდ
- არ ვიცი გუშინ სად მიაგდე ღმერთმა იცის.
- უხხხ!
- ჯესიიი! სად წაიღე ჩემი კალამი!- დემი)
- არ ვიცი გუშინ დავალებებს რომ ვწერდი კალამი გამიფუჭდა და შენი კალმის მაგივრად ჯექსონის ავიღე შენი არ ვიცი სად არი: ))
- ჯესიი! რატომ გდია ჩემი ჩანთა შენს საწერ მაგიდასთან?- ჯექსონი
- შენ დააგდე მანდ!
- ჯესიიიიიიიიიიი! რატომ არის ჩემი კალამი შენს ჩანთაში?@- დემი
- არ ვიცი ალბათ შენ ჩადევი:დდ
მოკლედ ყოველი დილა ასე თენდება რა) გიჟურად:დდ
სკოლაში მე და დემის საშინელი მტრები გვყავს. მენდი და ქარლი... ისინი ან ჩვენ ჩაცმულობაზე დაგვცინიან, ან იმაზე, რომ ბიჭების გარეშე დავდივართ... ჩვენ კი ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.
ერთ დღეს დემიმ მისი ახალი კლიპის გადასაღებად წამიყვანა. მე უარი ვერ ვუთხარი: ) გადაღებები რომ დამთავრდა, დემი გამოსაცვლელში შევიდა. მეც შევყევი და რომ შევიხედე ვნახე რომ ის ვიღაც ბიჭს კოცნიდა...მე გულგახეთქილი ვიყავი და ვფიქრობდი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ეს როგორ დამიმალამეთქი....
მაგრამ გადავწყვიტე ცოტა ხნით რომ დამემალა... მანქანაში დემი სულ მეკითხებოდა თუ როგორ მომეწონა მე კლიპი, მაგრამ მე ამ დროს სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი...
მეორე დღეს მე და დემი სკოლიდან ერთად წამოვედით. გზაში მას მობილურზე მესიჯი მოუვიდა,(ნეტა რატომ არ მოსწყდა ხელი იმ საცოდავს, ამ მესიჯს რომ წერდა...) მე არ დამანახა ისე წაიკითხა და მითხრა რომ წასასვლელი ქონდა და მე შინ უნდა დავლოდებოდი. მეც დავთანხმდი. მაგრამ როცა წავიდა, მე ჩუმად გავყევი... დიდი ხანი დავდიოდით (დამატყდა ფეხები:დდ) ბოლოს დემი ერთერთი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, და ავტობუსს ელოდებოდა. მე ხის უკან მივიმალე. ამ დროს ავტობუსი მოვიდა. იქიდან ისევ ის ბიჭი ჩამოვიდა, და დემის აკოცა და შემდეგ გადაეხვია. იმ დროს მენდი და ქარლი ჩამოვიდნენ და მენდი გადაკოცნეს. და ის ბიჭი, დემი, ქარლი და მენდი ერთად წავიდნენ სასეირნოდ. მე გულდაწყვეტილი ვიყავი და ვტიროდი მთელი ღამე...